რონალდუს წასვლის შემდეგ, “რეალს” ოთხიდან ერთ მატჩში გოლი ვერ გააქვს
ლა ლიგის მე-11 ტურში მადრიდის “რეალმა” შინ “ბეტისთან” უგოლო ფრე ითამაშა. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ “ბლანკოსის” შემტევი ხაზი ისე ვეღარ ფუნქციონირებს, როგორც რონალდუს ყოფნის პერიოდში.
გთავაზობთ სტატისტიკურ მონაცემებს, რომელიც ნათლად მეტყველებს ახალი ფორმაციის “რეალის” პრობლემაზე – რონალდუსთან ერთად (2009-18) “სამეფო კლუბმა” 519 შეხვედრიდან მხოლოდ 46 მატჩში ვერ შეძლო გოლის გატანა (8.86%). რონალდუს წასვლის შემდეგ კი მადრიდელებმა 71 მატჩში ითამაშეს და მათგან 17-ში ვერ აიღეს მეტოქის კარი (23.49%).
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუმ “რეალი” ცხრა წარმატებული სეზონის შემდეგ 2018 წელს დატოვა და ამ დროისთვის “იუვენტუსის” ღირსებას იცავს. 2018/19 წლების სეზონში კი “რეალმა” ვერცერთი ტიტულის მოგება ვერ მოახერხა და ლა ლიგა მესამე ადგილზე დაასრულა.