“რონალდუსთან სახლში არ მიხვდიდეთ” – კრიშტიანო თანაგუნდელების ღამის კოშმარია

თარიღი: იანვარი 21, 2021

ყველასათვის ცნობილია, რომ ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მეტი ოფიციალური გოლის ავტორი კრიშტიანო რონალდუ ძალიან ბევრს ვარჯიშობს. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი 35 წლის ასაკშიც შესანიშნავ ფორმაშია.

ოქროს ბურთის 5-გზის გამარჯვებული მუდმივად ბევრს ვარჯიშობს, თუმცა მან დასვენების ფასიც კარგად იცის. აი, რას ამბობენ რონალდუს მოქმედი და ყოფილი თანაგუნდელები მისი ვარჯიშისადმი დამოკიდებულების შესახებ.

არტურო მელო:

“ის ცხოველივით ვარჯიშობს. არ ისვენებს და მოტივაციას გაძლევს, რომ შენც ბოლომდე დაიხარჯო. ყოველთვის მეუბნება, რა უნდა მივირთვა. შანსს არ მიტოვებს.”

პატრის ევრა:

“ყველას ერთ რჩევას მივცემდი – როცა კრიშტიანო სახლში ლანჩზე დაგპატიჟებთ, უბრალოდ უარი უთხარით. ერთხელ მითხრა: ‘პატრის, ვარჯიშის შემდეგ ჩემთან წამოდი.’ მასთან წავედი, ძალიან დაღლილი ვიყავი. მაგიდანზე მხოლოდ სალათი და ქათმის ხორცი იყო. წყალიც… არანაირი წვენი. დავიწყეთ საკვების მირთმევა. მალე ის წამოდგა, ბურთით თამაში დაიწყო და მითხრა: “მოდი, ვითამაშოთ.” მე ვეკითხები: “შეიძლება, ჭამა დავასრულო?’ ის მპასუხობს: “არა, არა. მოდი, ვითამაშოთ.”

ვითამაშეთ, შემდეგ კი აუზისაკენ გავემართეთ. ჯაკუზი, საუნა და აღარაფრის ძალა აღარ მქონდა. ვუთხარი: “კრიშტიანო, აქ იმიტომ მოვედით, რომ ლანჩი უნდა გვქონოდა თუ იმიტომ, რომ მატჩისათვის ვემზადებით?” სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ თუ კრიშტიანო საკუთარ სახლში დაგპატიჟებთ, მასთან არ წახვიდეთ. ეს ბიჭი ნამდვილი მანქანაა და არ უნდა, რომ ვარჯიში შეწყვიტოს.”

მეჰდი ბენატია:

“ერთხელ, ჩვენ ორმა, მთელი მატჩი სათადარიგოთა სკამზე გავატარეთ, რადგან სამ დღეში კიდევ ერთი მატჩი უნდა გვქონოდა და მწვრთნელმა დაგვასვენა. უკან დაბრუნებისას, რონალდუმ მითხრა: “როგორც კი დავბრუნდებით, რის გაკეთებას აპირებ?” მე ვუპასუხე: “11 საათია, სახლში მივდივარ, რატომ მეკითხები?”

კრიშტიანომ მითხრა: “არ გინდა, ჩემთან ერთად ივარჯიშო? არ მითამაშია და უნდა ვივარჯიშო. არ გინდა, კომპანიონობა გამიწიო?” მისთვის დამჭირდა იმის ახსნა, რომ იმ მომენტში ეს შესაძლებელი არ იყო, მე მხოლოდ სახლში წასვლა და ტელევიზორის წინ დაჯდომა მსურდა.”

დიმიტარ ბერბატოვი:

“გამიმართლა, რომ ერთი სეზონის განმავლობაში თანაგუნდელები ვიყავით. მასთან ვარჯიშზე ყოფნა ომს ჰგავდა, რადგან მოგების გარდა, არაფერზე ვფიქრობდი. კრიშტიანო კარგი ბიჭი იყო, რომელიც გუნდში კონკურენციას ზრდიდა. საშობაო პერიოდში, ფეხბურთელები წვეულებას ვაწყობდით, მაგრამ ის ყოველთვის პროფესიონალი იყო. არასოდეს იღებდა ალკოჰოლს. როცა ვარჯიშზე მიხვიდოდი, ის დარბაზში დაგხვდებოდა. გუნდის ვარჯიშის დასრულების შემდეგ, დამატებით ვარჯიშობდა. მას ყოველთვის უნდოდა, რომ საუკეთესო ყოფილიყო.”

ლუის საა:

“ეს ბიჭი შეშლილია. თუ ვარჯიში დილის 10 საათზე იწყებოდა, მე 9 საათზე მივდიოდი. თუმცა, რონალდუ იქ მხვდებოდა, რადგან 08:30 საათზე იყო მისული. მას ბუნებრივი ტალანტი ჰქონდა, მაგრამ უზარმაზარი სურვილი აქვს იმისა, რომ მუდამ იშრომოს.”

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ცნობილია საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა

ცნობილი ხდება საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა. Sports Illustrated-ის ინფორმაციით, ტურნირი, რომელიც 2021 წლის დეკემბერში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვალბუენა: “უკვე ექვსი წელია ვიცდი, საქმეს ბოლომდე მივიყვან”

მატიე ვალბუენას შანტაჟის თემაზე ვერსალში სასამართლო პროცესი დაიწყო. როგორც იცით, “ოლიმპიაკოსის” ამჟამინდელი ფეხბურთელი კარიმ ბენზემას [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტუხელი ჰოლანდის ტრანსფერის მიმართ ინტერესის არსებობას ადასტურებს

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა, პრესასთან საუბრისას ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერის მიმართ ინტერესის არსებობა არ [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ნიუკასლმა” მთავარი მწვრთნელი დაითხოვა

“ნიუკასლ იუნაიტედის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას გუნდიდან მთავარი მწვრთნელის წასვლის შესახებ. სტივ ბრიუსმა “კაჭკაჭე...
წაკითხვა
ფეხბურთი

ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც დაბრუნება ვერ შეძლო!

ძალიან ბევრი ქართველი ტალანტი, რომელთა იმედი მთელ საქართველოს ჰქონდათ, ტრავმებმა გააწამეს და ფეხბურთის ნორმალურად თამაშის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მბაპე: “მე და მესიმ პენალტები გავცვალეთ”

19 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “პარი სენ-ჟერმენმა” საკუთარ მოედანზე “ლაიფციგი” მიიღო და მეტოქე 3:2 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

იოზილი, შესაძლოა, პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

უცხოურ პრესაში გავრცელებულ უახლეს ცნობებს თუ დავეყრდნობით, მესუთ იოზილს ინგლისის პრემიერ ლიგაში დაბრუნების ძალიან კარგი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რატომ არ ჩამოართვა სიმეონემ კლოპს ხელი?

ჩემპიონთა ლიგაზე “ლივერპულმა” ისტორიაში პირველად შეძლო მადრიდის “ატლეტიკოს” დამარცხება (2-3). მატჩის შემდეგ კამერებმა საინტერე...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ შეასრულა მესიმ პენალტი “ლაიფციგთან” მატჩში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო MESSI CHIP HIS PEN BRO THE GREATESTTTTTT pic.twitter.com/zIIcIKt7QL — Galu (@PSGalu) October 19, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გოგონა, რომელთანაც მაურო იკარდიმ ვანდა ნარას უღალატა (ფოტო)

რამდენიმე დღის წინ ვანდა ნარამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მაურო იკარდიმ მას უღალატა. როგორც მოგვიანებით […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფედერაციის თავდაცვა, გულშემატკივარი და ჩემპიონობა ბათუმში

ხვალ ეროვნული ლიგის 30-ე ტური გაიმართება და ცენტრალური მატჩი ბათუმში ორ “დინამოს” შორის შედგება. ცხრილში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

იკარდი “პსჟ”-ის დატოვებით იმუქრება, თუ მეუღლე არ დაუბრუნდება

RMC Sport-ის ინფორმაციით, “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი მაურო იკარდი კლუბის დატოვებით იმუქრება, თუ მეუღლე ვანდა ნარა […]...
წაკითხვა