რუნის ჩარლტონის რეკორდი სინამდვილეში არ მოუხსნია

თარიღი: იანვარი 22, 2017

დღის ერთ-ერთი მთავარი თემა უეინ რუნის მიღწევაა. ინგლისის პრემიერლიგის 22-ე ტურში “სტოკ სიტის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (1:1) ინგლისელმა თავდამსხმელმა გოლი გაიტანა და “წითელი ეშმაკების” რიგებში სულ 250 გატანილი ბურთი მოუგროვდა, რაც სერ ბობი ჩარლტონის რეკორდის გაუმჯობესებაა. თუმცა, საქმე მთლად ასე მარტივადაც არ ყოფილა.

ბობი ჩარლტონი “მანჩესტერ იუნაიტედს” 1972-1973 წლების სეზონის გათამაშების შემდეგ დაემშვიდობა. იმ დროისთვის მას “წითელი ეშმაკების” ფორმით 249 გოლი ჰქონდა. სეზონის დასრულებიდან ერთი კვირის შემდეგ ანგლო-იტალიური თასის გათამაშებაზე “მანჩესტერ იუნაიტედი” “ვერონას” დაუპირისპირდა. ინგლისელთა რიგებში ჩარლტონიც თამაშობდა და იმ შეხვედრაში ორი ბურთიც მიითვალა. შესაბამისად, მას “წითელი ეშმაკების” ფორმით სულ 251 გატანილი გოლი აქვს, თუმცა ინგლისური კლუბი აღნიშნულ შეხვედრას “პირველი კლასის მატჩად” არ მიიჩნევს და ჩარლტონის ამ ორ გოლს ოფიციალურად არ თვლის. მანჩესტერელთა ამ პოზიციის მიუხედავად, მატჩი ინგლისისა და იტალიის ფეხბურთის ფედერაციებისა და უეფას ორგანიზებით ჩატარდა და შესაბამისად, შეხვედრა ოფიციალურად ითვლება. აქედან გამომდინარე, ბობი ჩარლტონს “მანჩესტერ იუნაიტედის” რიგებში სულ 251 გოლი აქვს გატანილი და არა 249, რუნის კი ამ რეკორდის მოსახსნელად კიდევ ორი გოლის გატანა სჭირდება.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

მარკოს ალონსო: “მუხლმოდრეკის ჟესტმა გავლენა დაკარგა”

ლონდონის “ჩელსის” მცველმა მარკოს ალონსომ მოედანზე ანტირასისტული მუხლმოდრეკის ჟესტის ჩვენება შეწყვიტა და საზოგადოებისთვის ეს გადაწყვეტილება...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტურაგენტმა რონალდუს საბანკო ბარათიდან თანხა უკანონოდ ჩამოაჭრა

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ თაღლითობის მსხვერპლი გახდა. ესპანური გამოცემა “ასი” იუწყება, რომ ტურაგენ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონა” სამი ვარსკვლავის ტრანსფერს გეგმავს

კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელები 2022 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას გეგმავენ. Mundo Deportivo-ს ცნობით, კლუბი სამ [...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზამთარში სტერლინგს “ბარსელონაში” ელიან

კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელები ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე “მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველის, რაჰიმ სტერლინგის, ტრანს...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფერდინანდი: “მე რომ მწვრთნელი ვყოფილიყავი, რონალდუს ვეტყოდი, რომ დამჯდარიყო”

BT Sports-ის მიმომხილველმა, რიო ფერდინანდმა კრიშიანო რონალდუს შესახებ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ის “იანგ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რის ჯეიმსს ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის მედლები მოპარეს (ვიდეო)

ლონდონის “ჩელსის” მცველი, რის ჯეიმსი, სოციალურ ქსელში კამერის ჩანაწერებს ასაჯაროვებს, სადაც ჩანს, თუ როგორ იპარავს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გვარდიოლა “მანჩესტერ სიტის” თავკაცის რანგში მე-300 მატჩს ატარებს

ამ წუთებში “მანჩესტერ სიტი” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს ატარებს “ლაიფციგის” წინააღმდეგ. ეს შეხვედრა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდუმ სტიუარდი ნოკაუტში ჩააგდო (ფოტოები)

“იანგ ბოიზსა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის გამართულ მატჩს (2:1) წინ უსიამოვნო ეპიზოდი ახლდა. მანჩესტერულ გრანდში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდუმ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის პირველი გოლი გაიტანა (ვიდეო)

“მანჩესტერ იუნაიტედში” დაბრუნებული კრიშტიანუ რონალდუ საუცხოო ფორმშია. რედებიუტის მატჩში გაფორმებული დუბლის შემდეგ, რონალდუს ჩემპიონთა ლიგა...
წაკითხვა
ფეხბურთი

კრიშტიანუ რონალდუმ იკერ კასილასის რეკორდი გაიმეორა

კრიშტიანუ რონალდუმ “იანგ ბოიზთან” მატჩი სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სულშერი რიგ შემთხვევებში რონალდუს სათადარიგოთა სკამზე განწესებას გეგმავს

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი, ოლე გუნარ სულშერი, აღნიშნავს, რომ რიგ შემთხვევაში კრიშტიანუ რონალდუს სათადარიგოთა სკამზე [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდუ: “მანჩესტერ იუნაიტედში” დაბრუნება საუკეთესო გადაწყვეტილებაა, რაც მიმიღ

კრიშტიანო რონალდუმ “მანჩესტერ იუნაიტედში” დაბრუნების შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა და დუბლი გაიფორმა. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა “ნიუკ...
წაკითხვა
ფეხბურთი

სალაჰი 30-ე ფეხბურთელი გახდა, ვისაც პრემიერ ლიგაში 100 გოლი აქვს გატანილი

პრემიერ ლიგის მე-4 ტურში “ლივერპულმა” გასვლაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა “ლიდს იუნაიტედთან”. მატჩში გოლები მო სალაჰმა, ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდუ ბრწყინვალე რედებიუტის შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

“ოლდ ტრაფორდზე” კრიშტიანუ რონალდუს რედებიუტი შედგა. “ნიუკასლთან” მოგებულ მატჩში (4-1) პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა თავი ორი ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდუს მეორე გოლი – კრიშტიანოს შესანიშნავი დაბრუნება (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Ronaldo 2004-2008 yılları arasında attığı deparı atıp 2.golünü atıyor ve biz İngiltere’de Manchester […]...
წაკითხვა