“როსტოვის” მწვრთნელი: “ბაიერნის” დონის გუნდის წინააღმდეგ არასდროს გვითამაშნია”
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში “ბაიერნმა” გერმანიაში “როსტოვი” 5:0 გაანადგურა.
შეხვედრის შემდეგ წაგებული გუნდის მწვრთნელმა, ივან დანილიანტსმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“დღეს ნამდვილად არ მოგვიწია იოლი მატჩის ჩატარება. ჩვენი მეტოქე ძალიან სწრაფი და ტქენიკური იყო. არასდროს გვითამაშნია ისეთ გუნდთან, როგორიც “ბაიერნია”.”
“ყველანაირად ვცდილობდით, თავი დაგვეცვა და კონტრშეტევებზე გვეთამაშა. პირველი გოლი მოულოდნელად დანიშნული პენალტით გაგვივიდა. დანარჩენის გატანა კი გერმანელებმა სისწრაფის და მაღალი კლასის ხარჯზე შეძლეს.”
“გუნდში ძალიან ბერვი ცვლილება განხორციელდა. მწვრთნელი იმის გამო შეიცვალა, რომ მას ლიცენზია არ ჰქონდა. შესაბამისად, წინა სეზონში ამ დონის არცერთი შეხვედრა არ ჩაგვიტარებია. გარკვეულწილად, სწორედ ამან, ანუ გამოუცდელობამ, გამოიწვია დღევანდელი საშინელი შედეგი,” – განაცხადა რუსული გუნდის მწვრთნელმა.