“როტორის” 2 ქართველ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა
ვოლგოგრადის “როტორის” 2 ქართველ ფეხბურთელს, ბექა მიქელთაძესა და ნიკოლაი ყიფიანს კორონავირუსი დაუდასტურდათ.
როგორც “როტორის” პრესსამსახური იტყობინება, კორონავირუსი 7 ფეხბურთელსა და ადმინისტრაციის 2 წევრს დაუდგინდათ.
“როტორის” 7 ფეხბურთელს შემოწმებისას კორონავირუსი დაუდასტურდათ, მათ შორის, ბექა მიქელთაძე, ნიკოლაი ყიფიანი, ალექსანდრ საპლიონოვი, მულინი, ბაირიევი, დოვბნი და ჟიგულევი არიან. ასევე, ადმინისტრაციის 2 წევრი. ჩვენი პრიორიტეტი ჯანმრთელი ფეხბურთელები და პერსონალი არის და ამიტომ, გუნდმა ყველა ზომა მიიღო კორონავირუსის ინფექციის წინააღმდეგ”, – წერია განცხადებაში.
რუსეთის პრემიერ ლიგის ხვალინდელი შეხვედრა “კრასნოდართან” არ გადაიდება. მასში მონაწილეობას სოლომონ კვირკველია და ზურიკო დავითაშვილი მიიღებენ.
აღსანიშნავია, რომ მიქელთაძე და ყიფიანი ტრავმის გამო კლუბს ისედაც ვერ ეხმარებოდნენ.