როჟერიო სენიმ გაახანგრძლივა
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა მეკარემ კარიერის დასრულება კვლავ გადაიფიქრა. 42 წლის ფეხბურთელმა “სან პაულუს” ახალ კონტრაქტზე საბოლოოდ თანხმობა განაცხადა და მხარეებმა თანამშრომლობა ნახევარი წლით გააგრძელეს.
გადაწყვეტილებაზე გავლენა ბრაზილიური კლუბის ახალმა მწვრთნელმა, ხუან კარლოს ოსორიომაც იქონია, რომელმაც სენისთან მუშაობის სურვილი გამოთქვა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სინე “სან პაულუს” ბომბარდირთა ათეულში შევიდა, როდესაც “სანტოსთან” შეხვედრაში ზუსტი პენალტით საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა.