“რუბინი” – “ლოკომოტივი”: მატჩის მიმდინარეობის დროს გულშემატკივარი გარდაიცვალა (ფოტო)
გუშინ რუსეთის პრემიერლიგის მეშვიდე ტურის შეხვედრები გაიმართა. “ყაზან არენაზე” ადგილობრივი “რუბინი” მოსკოვის “ლოკომოტივს” დაუხვდა. მატჩის ბედი მეორე ტაიმის პირველ დამატებით წუთზე სოლომონ კვერკველიას გოლმა გადაწყვიტა – 1-1.
საგულისხმოა, რომ შეხვედრის მიმდინარეობის დროს უბედური შემთხვევა დაფიქსირდა. გულშემატკივარმა უცებ გონება დაკარგა, მასთან ექიმები მივიდნენ, საკაცეზე დააწვინეს და ტირუბუნებიდან გაიყვანეს. ისინი იქვე ცდილობდნენ დაზარალებულის გადარჩენას, თუმცა ეს უკანასკნელი მალევე გარდაიცვალა. მიზეზი – გულის შეტევა.