“რუბინის” სპორტული დირექტორი: “ზამთარში ხვიჩას გაყიდვა ნაკლებსავარაუდოა”
ყაზანის “რუბინის” სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმ “სპორტ-ექსპრესისთვის” მიცემულ ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ქართველი ფეხბურთელის გაყიდვა ნაკლებად სავარაუდოა.
“აღნიშნულ თემაზე დაკავშირებით სხვა კლუბები მუდმივად მოგვმართავენ. ზამთარში მისი წასვლა ნაკლებად სავარაუდოა. ხვიჩა ისეთი ტალანტია… თუ საზღვრები ჩაკეტილი იქნება, მას მე პირადად წავიყვან ავტომობილით სადმე ევროპაში.
მან დიდ ევროპულ კლუბში უნდა ითამაშოს, მაგრამ ამისთვის დროის სწორად შერჩევაა აუცილებელი. დიდი ხანი არ არის გასული, რაც ხვიჩამ თამაში დაიწყო, ლიდერის როლი მოირგო და მოედანზე პირველივე წუთებიდანვე ჩნდება. მასზე მუდამ რაღაც არის დამოკიდებული. როდესაც ის ფსიქოლოგიურად ამას მიეჩვევა, მისთვისვე იოლი იქნება სადმე წასვლა.
“რუბინისთვის” ბედნიერებაა, რომ ასეთი დიდი ტალანტის მომზადების პროცესში მეტ-ნაკლებად ვმონაწილეობთ. ხვიჩას კლუბში არცერთი ზედმეტი დღით არ გავაჩერებთ. როდესაც საჭირო იქნება, ის წავა. ყველაფერს თავისი დრო აქვს”, – აღნიშნა იაროვინსკიმ.
19 წლის ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში “რუბინის” ფორმით 16 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.