“რუბინმა” ხვიჩას შემცვლელი 6 მილიონად იყიდა
ყაზანის “რუბინმა” შვედური “ნორჩოპინგიდან” 6 მილიონად სეად ჰაკსაბანოვიჩი დაიმატა.
ჰაკსაბანოვიჩი მარცხენა ვინგერად თამაშობს და კვარაცხელიას შემცვლელად ითვლება, რომელიც გუნდს ზაფხულშივე დატოვებს.
22 წლის სეადი შვედეთში “ვესტ ჰემიდან” მოხვდა, “ვესტ ჰემში” კი “მალაგადან” მივიდა. მიმდინარე სეზონში 11 მატჩში 5 გოლი და 5 საგოლე პასი შეასრულა.
კვარას “რუბინი” 20 მილიონად აფასებს.