რუდი გარსია: “ფსიქოლოგიურზე მეტად, ტაქტიკურად გავნადგურდით”
“ბაიერნთან” განცდილი გამანადგურებელი მარცხის შემდეგ “რომას” მთავარმა მწვრთნელმა, რუდი გარსიამ, მცირე კომენტარი გააკეთა.
“ფსიქოლოგიურზე მეტად, ტაქტიკურად გავნადგურდით. “ბაიერნთან” აგრესიულობა და გამბედაობა გვაკლდა. გადამწყვეტი შეცდომა მე დავუშვი, ფეხბურთელების ბრალი ამ შედეგში ნაკლებია. პირველი ტაიმი მთლიანად ჩემს კისერზეა. “ბაიერთან” აქცენტი კონტრშეტევებზე უნდა გაგვეკეთებინა.მატჩის დებიუტში მიღებული გოლის შემდეგ კი, მთელი გუნდით შეტევაში წავედით, რაც მიუნხენელებმა კარგად გამოიყენეს.
ახლა მომხდარი რაც შეიძლება მალე უნდა დავივიწყოთ. წინ კიდევ ბევრი მატჩია. ერთადერთი დადებით ამბავი “მანჩესტერ სიტის” ფრეა, რომლის წყალობითაც მეორე პოზიციაზე დავრჩით.
ეჭვი არ მეპარება, რომ უკეთ შეგვიძლია თამაში და ამის დასამტკიცებლად შაბათს მოუთმენლად ველი” – განაცხადა გარსიამ.
შაბათს,სერია ა-ს მერვე ტურის ფარგლებში “რომა” “სამპდორიას” ესტუმრება.