რუი კოშტა: “რონალდუზე 300 წელი ისაუბრებენ”

თარიღი: ოქტომბერი 1, 2020

პორტუგალიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი, რუი კოშტა, პრესასთან კრიშტიანუ რონალდუს მიღწევებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მასზე ასწლეულების მანძილზე ისაუბრებენ.

“ძალიან გაოცებული ვიქნები, როდესაც კრიშტიანუ გოლების გატანას შეწყვეტს. რონალდუზე 300 წელი ისაუბრებენ. ის უბრალოდ უნიკალურია.

ამ დროისთვის ის 35 წლის არის, ყველაფრის მოგება შეძლო და როგორც საკლუბო ასევე სანაკრებო დონეზე ახერხებს უმაღლესი დონის შენარჩუნებას.

მე მას ძალიან კარგად ვიცნობ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემპიონის ტიტულთან ერთად ყოველთვის იბრძვის საუკეთესო ბომბარდირობისთვის. იტალიაში მას ჯერ ეს ტიტული არ მოუპოვებია,” – აცხადებს რუი კოშტა.



მსგავსი სიახლეები