რუხში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემია გაიხსნა

თარიღი: თებერვალი 12, 2021

12 თებერვალს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემია ოფიციალურად გაიხსნა.

დასრულებული პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ლევან კობიაშვილთან ერთად, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა, პირველი ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს.

სტუმრებმა ახალი საფეხბურთო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, აკადემიის აღსაზრდელებს გაესაუბრნენ და წარმატება უსურვეს. საქართველოს მთავრობის მეთაურმა ახალგაზრდა ფეხბურთელებთან საუბრისას სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

ახალი საფეხბურთო ინფრასტრუქტურის დათვალიერების შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა მედიისთვის კომენტარი გააკეთეს:

ლევან კობიაშვილი – სფფ-ის პრეზიდენტი: “ბედნიერი ვარ, რომ მორიგი არაჩვეულებრივი პროექტი უკვე ოფიციალურად დავასრულეთ. რუხის საფეხბურთო აკადემია, ძირითადად, სამეგრელოს რეგიონში მცხოვრებ ბავშვებს მოემსახურება. აღნიშნული ინფრასტრუქტურით სარგებლობა ასევე შეეძლებათ ადგილობრივ საფეხბურთო კლუბებს, მოყვარულთა და ქალთა საფეხბურთო გუნდებს. ჩვენ ამ პროცესს ხელს შევუწყობთ.

აღნიშნული პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დააფინანსა, ასევე გამოყენებულ იქნა ფიფას და უეფას გრანტები, აღსანიშნავია, რომ რუხის საფეხბურთო აკადემიის მშენებლობაში სახელმწიფოს ფული არ დახარჯულა.

აკადემიის ფეხბურთელების მომზადებისთვის ყველა საჭირო ხარჯს საკუთარ თავზე ფეხბურთის ფედერაცია იღებს. აქვე არის საჯარო სკოლა, სადაც ჩვენი მოთამაშეები ისწავლიან. ფეხბურთის ფედერაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელებმა სრულფასოვანი განათლება მიიღონ. ჩვენ, რა თქმა უნდა, გაგვიხარდება თუ ყველა მათგანი პროფესიონალი ფეხბურთელი გახდება, თუმცა ჩვენი მიზანი ასევე არის, რომ ახალგაზრდები ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავდნენ, ჯანმრთელები და განათლებულები გაიზარდონ.”

კახა ჭუმბურიძე – სფფ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი: “საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია რეგიონული აკადემიების განვითარების პროექტს აგრძელებს. ყველა ხედავთ, თუ როგორი მაღალი დონის საფეხბურთო ბაზა აშენდა რუხში, რომელიც სამეგრელოს რეგიონს მოემსახურება. რუხის საფეხბურთო აკადემიაში საწყის ეტაპზე 15-16 წლის ფეხბურთელები მოემზადებიან, რომლებიც სელექციის საფუძველზე შეირჩნენ. მოთამაშეები ადგილზე იცხოვრებენ, ივარჯიშებენ და მიიღებენ როგორც საფეხბურთო, ისე აკადემიურ განათლებას.”

პროექტის მიხედვით ადგილზე ერთი ბუნებრივსაფარიანი და ორი ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოეწყო. ასევე დამონტაჟდა თანამედროვე განათების სისტემა, მოეწყო ტრიბუნები და აშენდა 50 ადამიანზე გათვლილი საცხოვრებელი კომპლექსი.

საცხოვრებელ კორპუსში ფუნქციონირებს სასადილო, სავარჯიშო დარბაზი, გასახდელები, სამრეცხაო, მსაჯისა და სამედიცინო ოთახები.

საფეხბურთო აკადემიაში, ამჟამად 2006 – 2007 წელს დაბადებული ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი ემზადება, რომლებიც სამეგრელოს რეგიონში სელექციის საფუძველზე შეირჩნენ. ახალი სასწავლო წლიდან კი 40-მდე ფეხბურთელის მიღება იგეგმება.

ახალი საფეხბურთო ინფრასტრუქტურით სარგებლობას სფფ-ის აკადემიის გუნდებთან ერთად ადგილობრივი საფეხბურთო სკოლები, სამოყვარულო და ქალთა ფეხბურთის გუნდებიც შეძლებენ.
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში, საფეხბურთო აკადემიის მშენებლობას საფუძველი 2019 წლის მაისში ჩაეყარა.

პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, ფიფა-ს პროგრამა FORWARD-ისა და უეფა-ს პროგრამა HatTrick-ის დაფინანსებით განხორციელდა. აკადემიის მშენებლობისთვის ჯამში 6 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. აღნიშნული ტერიტორია სფფ-ს ადგილობრივი ხელისუფლებისგან საფეხბურთო აკადემიის მშენებლობის ვალდებულებით გადმოეცა.

სფფ-ის სხვა აკადემიების მსგავსად, რუხის აკადემია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ფინანსდება. შესაბამისად, ახალგაზრდა ფეხბურთელები აკადემიაში სრულიად უფასოდ ცხოვრობენ და საფეხბურთო და ზოგად განათლებას იღებენ.

სფფ-ის საფეხბურთო აკადემიები უკვე ფუნქციონირებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმბალაურში, ლაგოდეხსა და რუსთავში. ამჟამად მიმდინარეობს ქუთაისის საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა.

 

სფფ-ის პრესსამსახური
მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

გიორგი ნემსაძემ მსაჯს შეაგინა – “დინამოს” მწვრთნელს წითელი ბარათი უჩვენე

27 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ლიგის ახალი სეზონი დაიწყო. გახსნით მატჩში თბილისის “დინამო” საკუთარ მოედანზე წყალტუბოს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“დინამო” “სამგურალი” ფრე დასრულდა – კუხიანიძე საუკეთესოა

ეროვნული ლიგის ახალი სეზონის პირველი მატჩი “დინამო თბილისსა” და წყალტუბოს “სამგურალს” შორის ფრედ დასრულდა. 30-ე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მიმდინარე სეზონის ეროვნულ ლიგაში პირველი გოლი სერგო კუხიანიძემ გაიტანა (ვიდეო)

თბილისის “დინამო – წყალტუბოს “სამგურალი” სერგო კუხიანიძის გოლი “დინამოს” კარში იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
ფეხბურთი

“საბურთალომ” “დინამოს” 24 წლის შემტევი დაიმატა

“დინამო თბილისის” 24 წლის შემტევი აკაკი შულაია კარიერას “საბურთალოში” გააგრძელებს. შულაიამ “საბურთალოსთან” 3-წლიან...
წაკითხვა
ფეხბურთი

მათე ცინცაძის პირველი გოლი ალბანეთში და გადარჩენილი ქულა (ვიდეო)

25 წლის ნახევარმცველმა მათე ცინცაძემ ალბანეთში გადასვლის შემდეგ პირველი გოლი გაიტანა. “კუკეში” “ტეუტასთან” 2-1 მარცხებოდა [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეროვნული ლიგის ჩემპიონი? – “დინამომ” 14 ფეხბურთელი დაიმატა!

დღეს ეროვნული ლიგა 2 მატჩით განახლდება და 20:00 საათზე ქუთაისის “ტორპედო” “დინამო ბათუმს” მიიღებს. “ტორპედოს” [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვილი სანიოლი: “სასტუმროში არ ვიცხოვრებ, ყველგან მნახავთ”

საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სპორტის ეთერში ნაკრებზე ისაუბრა. “...
წაკითხვა
ფეხბურთი

სანიოლი: “ვისაც დისციპლინასთან პრობლემა ექნება, თავისით ამოვარდება გუნდიდან”

საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მის გუნდში დისციპლინის საკითხზე ისაუბრა. მისი თქმით, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბერიძემ “უიპეშტს” გამარჯვება და 1/4 ფინალი მოუტანა (ვიდეო)

გიორგი ბერიძემ “უიპეშტი” უნგრეთის თასის 1/4 ფინალში გაიყვანა. “უიპეშტი” “პუშკაშ აკადემიას” დაუპირისპირდა და ბერიძე...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სამტრედიამ” 7 ფეხბურთელი დაიმატა

“სამტრედია” ეროვნული ლიგის განახლებისთვის ემზადება და მას შემდეგ რაც გუნდი საკმაოდ ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა, “სამტრედიას” [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

წიტაიშვილმა მოქალაქეობის შესაძლო შეცვლაზე კომენტარი გააკეთა

უკრაინულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევის “დინამოს” ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა საფეხბურთო მოქალაქეობის შეცვლა და საქართველო...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა

უკრაინელი ჟურნალისტი იგორ ციგანიკი იუწყება, რომ კიევის “დინამოს” ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა....
წაკითხვა
ფეხბურთი

ვილი სანიოლი თბილისშია (ვიდეო)

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი თბილისშია. ფრანგი სპეციალისტი დედაქალაქში დღეს ჩამოვიდა. საქართველოს […...
წაკითხვა
ფეხბურთი

დინამო 5-4 გაგრა – პენალტების სერია (ვიდეო)

“დინამო თბილისმა” “გაგრა” პენალტების სერიით დაამარცხა და სუპერთასის გამარჯვებული ისტორიაში მერვედ გახდა....
წაკითხვა
ფეხბურთი

“დინამომ” საქართველოს სუპერთასი მოიგო !

თბილისის “დინამომ” საქართველოს სუპერთასის შეხვედრაში “გაგრა” პენალტების სერიაში დაამარცხა და სუპერთასის გამარჯვებული ისტორიაში...
წაკითხვა