რუმენიგემ დავიდ ალაბას “შავი ბეკენბაუერი” უწოდა
მიუნხენის “ბაიერნის” გენერალური დირექტორი, კარლ-ჰაინც რუმენიგე, 28 წლის დავიდ ალაბაზე საუბრისას იმედს გამოთქვამს, რომ ავსტრიელი ფეხბურთელი კარიერას “ბავარიაში” დაასრულებს.
“პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ დავიდს დიდებული სეზონი ჰქონდა. ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ ალაბასთან კონტრაქტს გავახანგრძლივებთ და ის კარიერას ჩვენთან დაასრულებს.
ტრავმების გამო ჰანსი ფლიკს დაცვის ცენტრში მისი დაყენება მოუწია. ალაბამ დაკისრებულ მოვალეობებს თავი ბრწყინვალედ გაართვა. დიდი ხანია, დაცვაში მისნაირი “შეფი” არ გვყოლია.
ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩემთვის დავიდი შავი ფრანც ბეკენბაუერის მსგავსია. ის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ფრანცის შემდეგ ასეთ დონეზე შეძლო თამაში. ვფიქრობ, დავიდი სრულფასოვნად აანალიზებს, თუ რას აძლევს “ბაიერნი”, – აცხადებს რუმენიგე.