რუმენიგემ მესის შესაძლო ტრანსფერზე დასმულ კითხვებს უპასუხა
გავლენიანი ესპანური გამოცემები ერთხმად ადასტურებენ ცნობებს, რომლის მიხედვითაც, ხელმძღვანელებთან არსებული დაძაბული ურთიერთობის ფონზე ლეო მესი “ბარსელონას” დატოვებას აპირებს.
არგენტინელი სუპერვარსკვლავის კლუბიდან წასვლის ჭორმა თითქმის ყველა ევროპული გრანდის ყურადღება მიიპყრო. თუმცა, როგორც ჩანს, “ბაიერნის” მესვეურები მესის შეძენის შესაძლებლობის გამოყენებას არ გეგმავენ.
კითხვას, აპირებდა თუ არა “ბაიერნი” მესის ტრანსფერზე მუშაობას, კარლ-ჰაინც რუმენიგემ (“ბაიერნის” წარმომადგენელი) გარკვევით უპასუხა:” არა. ჩვენ არ შეგვიძლია ასეთი მასშტაბების ფეხბურთელის ყიდვა. ეს ჩვენ პოლიტიკასა და ფილოსოფიას ეწინააღმდეგება.
გულწრფელად გეტყვით, მესის წასვლის ამბავმა ძალიან დამამწხრა. ლეომ “ბარსელონაში” ისტორია დაწერა და ვთვლი, რომ კარიერაც სწორდ იქ უნდა დაასრულოს.
თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობს მცირე დეტალები და ფაქტორები, რომლებიც გადამწყვეტ როლს თამაშობენ და მე მათ შესახებ არაფერი ვიცი,” – ციტირებს რუმენიგეს სიტყვებს Tuttosport.