რუმინეთისთვის მზადება დაიწყო
რაგბი ევროპის ჩემპიონატის წლევანდელი სეზონის დამაგვირგვინებელ, ფინალურ რკენამდე 5 დღე რჩება – 19 მარტს ბორჯღალოსნები თავიანთ ყველაზე პრინციპულ და ძლიერ მეტოქეს, მუხებად წოდებულ რუმინეთის ნაკრებს დინამოზე უმასპინძლებენ. სეზონის დე-ფაქტო ფინალად მონათლული მატჩი 17 საათზე დაიწყება.
ბილეთები იყიდება
– დინამო არენას სალაროებში ყოველდღე 11 საათიდან 19 საათის ჩათვლით;
– ინტენერნეტით ვებ–გვერდზე BILETEBI.GE
დე–ფაქტო ფინალი
გამართლდა საყოველთაო ვარაუდი: ‘რაგბი ევროპის’ ფინიშზე საქართველო და რუმინეთი დე-ფაქტო ფინალში შეიბმებიან – გამარჯვებულს ერთბაშად ერგება ოფიციალური ჯილდო, წარმოსახვითი ‘დიდი სლემი’ და სამეზობლო, ‘ანთიმოზ ივერიელის თასიც’ – ოფიციალურის დამზადება შარშან ვერ მოესწრო; სლემი რაგბული ტრადიციაა – თუ ყველა მეტოქე ძლიე, მაშინ გეთვლება შესრულებულად; წმინდა ანთიმოზის სახელობის თასი კი გარდამავალია – 2002 წლიდან იგი ბორჯღალოსანთა დამუხათა ყოველ რკენაში თამაშდება (გამონაკლისია მსოფლიო თასი)
ძველმა მეტოქეებმა ფინიშამდე წელსაც მხარ-და-მხარ მოვაღწიეთ: რუმინეთმა უბონუსოდ იმარჯვა ესპანეთში, ჩვენ კი – რუსეთში, მაგრამ გატანილ-გაშვებულის სხვაობა უკეთესი რომ გვაქვს, თუ რკენა ფრედ დასრულდა და ბონუსიც ტოლად გაიცა, სამივე ტიტულს შინ დავიტოვებთ
სტატისტიკურად კარპატელებს ბოლო ხანსღა გავუსწარით: ჩემპიონობით 8-4, ‘უმცროსი 6 ერში’ 10-5, სლემით 5-1, გამარჯვებებით 10-8, ანთიმოზის ფლობით 9-5, სხვაობით +12 და რეიტინგშიც მათზე 4 საფეხურით მაღლა ვდგავართ
‘სარუმინეთო’ რაზმი
ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის წლევანდელი სეზონის დამაგვირგვირგვინებელი მატჩისთვის მზადება დაიწყეს. ნაკრები ტრადიციულად შევარდენზე შეიკრიბა. გაზაფხულის მთავარ თამაშს საუკეთესო შემადგენლობით ჩავატარებთ: დაგვემატნენ ტულონელები – მამუკა გორგოძე და ლევან ჩილაჩავა, დაისვენა მიხეილ ნარიაშვილმადა მერაბ შარიქაძეც მოკეთდა.
Rugby.GE