რუმინეთში ფავორიტად დინამოს მიიჩნევენ
როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგაში “აქტობეს” ბარიერის გადალახვის შემთხვევაში თბილისის “დინამო” დიდი ალბათობით ბუქარესტის “სტიაუას” შეხვდება.
პოპულარულ რუმინულ გამოცემა Sporturilor – ისთვის მიცემულ ინტერვიუში “სტიაუას” მთავარმა მწვრთნელმა კონსტანტინ გილკემ განაცხადა, რომ მიუხედავად პირველ მატჩში მარცხისა, “აქტობესთან” ფავორიტად “დინამო” მიაჩნია.
აღნიშნულ მოსაზრებას გამოცემის კორესპონდენტიც იზიარეს და წერს, რომ აქტობეს სუსტი შემადგენლობა ჰყავს. ფეხბურთელების საერთო ფასი 10 მილიონზე ნაკლებია, აქედან ნახევარი კი, საუკეთესო 4 მოთამაშის ღირებულებაა.
რუმინელმა ჟურნალსიტმა “აქტობეს” მწვრთნელზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ვლადიმერ გაზაევის სახით ყაზახეთის ჩემპიონს საკმაოდ გამოუცდელი მწვრთნელი ჰყავს და მიუხედავად თბილისურ შეხვედრაში დაფიქსირებული ანგარიშისა, წყვილის ფავორიტი “დინამოა”.
შეგახსენებთ, რომ “აქტობე” – “დინამო” ყაზახეთში 23 ივლისს, თბილისის დროით 19:00 საათზე აიღებს სტრატს.