რუნი და მარტიალი “უოტფორდთან” დაისვენებენ
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-13 ტურს “წითელი ეშმაკები” გარკვეული დანაკლისით ჩაატარებენ.
“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის, ლუი ვან გაალის განცხადებით, “უოტფორდის” წინააღმდეგ გასამართ შეხვედრას მაიკლ კერიკი, მარუან ფელაინი, ანტონი მარტიალი და ანტონიო ვალენსია გამოტოვებენ. აგრეთვე, დაისვენებს უეინ რუნი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ავად გახდა.
ჰოლანდიელი სპეციალისტის თქმით, რუნისა და მარტიალს, ოთხშაბათს, პსვ-სთან გასამართ უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის მატჩში, მონაწილეობის მიღების შანსი ექნებათ.
შეგახსენებთ, “იუნაიტედი” “უოტფორდს” 21 ნოემბერს, “ვიკარეჯ როუდზე” დაუპირისპირდება.