რუნი: “დენის წასვლა სასარგებლოა ნაკრებისთვის”
“მანჩესტერ იუნაიტედის” ლიდერს, უეინ რუნის არ სჯერა, რომ დენი უელბექი არსენალის ღირსებას დაიცავს.
დენი არის “იუნაიტედის” სკოლის აღრზდილი, მან კლუბის მაისურით 142 მატჩი ჩაატარა და 29 გოლი გაიტანა, თუმცა სატრანსფერო დედლაინზე მან მიიღო გადაწყვეტილება, ლონდონში გადასაბარგებლად. რუნი იმედოვნებს, რომ 23 წლის დენი, ვენგერის გუნში ექნება მეტი სათამაშო დრო.
“დენი – ნათელი და ენერგიული ფეხბურთელია, ის ძალიან სწრაფია, მას შეუძლია გოლების გატანა და დარწმუნებული ვარ, რომ არსენალში ადგილს დაიმკვიდრებს. “მეთოფეებმა” კარგი ნაბიჯი გადადგეს”
“ის “მანჩესტერის კაცია ! მე მას რამდენიმეჯერ ვესაუბრე. ეს იყო ძალიან რთული გადაწყვეტილება მის კარიერაში, თუმცა მას მიაჩნია, რომ ეს აუცილებელი იყო მისი კარიერისთვის. იმედია დენი ითამაშებს იმ პოზიციაზე, რომელზეც იგი ნაკრებში გვჭირდება”
“დანიელი იყო გამორჩეული გასახდელში, ის ყველას უყვარს და პატივს სცემს. ჩვენ კარგი მეგობრები ვართ და გვენატრება ის, მაგრამ მინდა მას ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო და იმედი მაქვს ის წარმატეას მიაღწევს” განაცხადა რუნიმ ‘BT Sport”თან ინტერვიუში
წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/