რუნი “ევერტონის” ბაზაზე შენიშნეს (ფოტო)
როგორც ჩანს, “მანჩესტერ იუნაიტედის” კაპიტანი უეინ რუნი მშობლიურ კლუბში ბრუნდება. 31 წლის ინგლისელი ფეხბურთელი სპორტულ კომპლექ “ფინჩ ფართან” შენიშნეს, სადაც “ევერტონის” ბაზა მდებარეობს. “დეილი მეილის” ცნობით, რუნი იქ სამედიცინო შემოწმების გასავლელად მივიდა.
წყაროს თანახმად, “ევერტონში” უეინ რუნის ხელფასი კვირაში 170 ათასი ევრო იქნება, რაც ორჯერ დაბალია “მანჩესტერ იუნაიტედში” არსებულ ანაზღაურებაზე.
შეგახსენებთ, რომ უეინ რუნი “ევერტონის” აკადემიაში 1996-დან 2002 წლამდე ირიცხებოდა, შემდეგი ორი წელი კი მთავარ გუნდში გაატარა. 2004 წლის ზაფხულში ინგლისელი თავდამსხმელი “მანჩესტერ იუნაიტედში” გადავიდა. რუნიმ “წითელი ეშმაკების” რიგებში 559 მატჩი ჩაატარა და 253 გოლი გაიტანა. მან “მანჩესტერ იუნაიტედში” 15 ტურნირი მოიგო, მათ შორის ხუთჯერ – ინგლისის პრემიერლიგა, თითო-თითოჯერ კი – ჩემპიონთა ლიგა და საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი.