რუნი “ევერტონთან” მზად იქნება

თარიღი: ოქტომბერი 12, 2015

როგორც ცნობილია, ინგლისელი თავდამსხმელი მოედანზე დაბრუნებას უახლოვდება.

გამოცემა Sky Sports-ის ინფორმაციით, შაბათს, “ევერტონის” წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში, უეინ რუნი თავისი გუნდის დახმარებას შეძლებს.

მოგეხსენებათ, “მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდმა დაზიანება ესტონეთის ეროვნულ ნაკრებთან მიიღო. საბოლოოდ, ეს მატჩი ინგლისელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2-0 დასრულდა. როგორც შემდეგ გაირკვა, უეინს ტერფის ტრავმა აღენიშნება.

აქედან გამომდინარე, რუნი ვილნიუსში ლიტვის ნაკრების წინააღმდეგ სათამაშოდ აღარ გამგზავრებულა, ასე რომ, ნაკრებს დროებით ფილ იაგიელკა უთავკაცებს.

დიდი ალბათობით, რუნი “წითელ ეშმაკთა” დახმარებას “ევერტონთან” გასამართ შეხვედრაში შეძლებს. აღსანიშნავია, რომ მომდევნო მატჩები “იუნაიტედს” მოსკოვის ცსკა-სა და “მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ ელის.

მსგავსი სიახლეები