რუნი: “ინგლისში ფეხბურთელებს ისე გვექცეოდნენ, როგორც ზღვის გოჭებს”
“დერბი ქაუნთის” ვეტერანმა შემტევმა, უეინ რუნიმ, პრესასთან საუბრისას აღშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ ინგლისის ფეხბურთის ფედერაციას ამდენი დრო დასჭირდა საფეხბურთო ჩემპიონატების შეჩერების გადაწყვეტილების მისაღებად.
“გუშინ სასწრაფოდ დაგეგმილი შეხვედრის შემდეგ საფეხბურთო მოვლენების გადადების გადაწყვეტილება მივიღეთ. მანამდე ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ ინგლისში ფეხბურთელებს ისე გვექცეოდნენ, როგორც ზღვის გოჭებს.
სპორტის სხვა სახეობები: ჩოგბურთი, ფორმულა ერთი, რაგბი, გოლფი და სხვანი უმალვე შეაჩერეს. ჩვენ კი ბოლომდე გვეუბნებოდნენ, რომ თამაში უნდა გაგვეგრძელებინა.
“დერბი ქაუნთში” მოუთმენლად ველოდით ხელმძღვანელების გადაწყვეტილებას. ძალიან შეშინებულები ვიყავით. მადლობა ღმერთს, რომ მმართველმა ორგანომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ასეთ დროს ეს მხოლოდ სპორტია და არაფერი მეტი,” – აცხადებს რუნი.