რუნი “მანჩესტერ იუნაიტედს” ბეილისა და რონალდუს ტრანსფერებზე აფრთხილებს
“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდამ, უეინ რუნიმ, კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაზე საუბრისას აღნიშნა, რომ უმჯობესი იქნება, თუ კლუბის ბეილისა და რონალდუს დონის სუპერვარსკვლავების ნაცვლად, ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გააკეთებს აქცენტს.
“სულშერმა, პირველ რიგში, საკუთარი გუნდის აშენება უნდა სცადოს. არ მგონია, რომ ერთი ან ორი ფეხბურთელის ტრანსფერი, რაც 100 მილიონზე მეტი დაჯდება, სიტუაციას ჩვენ სასიკეთოდ შეცვლიდეს.
მან ხუთი-ექვსი დიდი პოტენციალის მქონე ფეხბურთელი უნდა იპოვოს, რომელთა ტრანსფერიც თითო 30-40 მილიონი დაჯდება. ეს მას საკუთარი გუნდის შექმნის შანსს მისცემს.
300-350 მილიონად შეიძლება შეიძინო რონალდუ, სერხიო რამოსი და მესი, ან ბეილი. თუმცა ისინი მხოლოდ ორი ან ცოტათი მეტი წლის მანძილზე გამოადგებიან გუნდს, ეს ფული კი გაფლანგულად ჩაითვლება,” – აცხადებს რუნი.