რუნი: “მიუხედავად იმისა, რომ რონალდუს მეგობარი ვარ, მე მესი მირჩევნია”
“მანჩესტერ იუნაიტედისა” და ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, უეინ რუნის ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდუს შორის საუკეთესო დასახელება სთხოვეს.
“დერბი ქაუნთის” 34 წლის ფეხბურთელი ამბობს, რომ მას რონალდუს მესი ურჩევნია.
“როცა მე და რონალდუმ ერთად თამაში დაივწყეთ, ის გოლებზე ასე ფოკუსირებული არ ყოფილა. მას სურდა, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ყოფილიყო. ბევრს ვარჯიშოდა, რამაც შედეგი გამოიღო. კრიშტიანო ბევრი გოლის გამტან ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. უდავოდ, ის და მესი ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეები არიან.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ კრიშტიანოს მეგობარი ვარ, მე მესის ავირჩევდი. მესის თამაშში ბევრი განსხვავებულის დანახვაა შესაძლებელი. რონალდუ საჯარიმოში დაუნდობელი, ნამდვილი მკვლელია, მესი კი სანამ მოგკლავს, იქამდე გაწამებს. ორივე მათგანმა ფეხბურთში ბევრი რამ შეცვალა და არ მგონია, რომ მათ ვინმე გაუთანაბრდება”, – უთხრა რუნიმ Sunday Times-ს.