რუნი ნახევარდაცვაში თამაშს გააგრძელებს

თარიღი: დეკემბერი 25, 2014

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი უეინ რუნი მოედნის ცენტრში თამაშს კიდევ რამდენიმე მატჩში გააგრძელებს, რის შესახებაც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა განაცხადა.

„ასტონ ვილასთან“ მატჩში რუნი საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე მოქმედებდა. მას საჯარიმოდან საჯარიმომდე თამაშის უნარი გააჩნია. იგი ყოველთვის გრძნობს, თუ როგორ უნდა დაეხმაროს გუნდს. ეს მხოლოდ დროის ამბავია. დარწმუნებული ვარ, იგი აღნიშნულ დავალებას გაუმკლავდება“, – განაცხადა ფეხბურთის ჰოლანდიელმა სპეციალისტმა.

მსგავსი სიახლეები