რუნი: “ვიცოდი, რომ “მანჩესტერ იუნაიტედში” წარმატებას მივაღწევდი”
“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდამ უეინ რუნიმ, რომელმაც “ოლდ ტრაფორდზე” 2014 წლიდან ბინადრობდა, აღიარებს, რომ ახალგაზრდობაში ძალიან თვითდაჯერებული იყო და სჯეროდა, რომ წარმატებას მიაღწევდა.
“ყოველთვის ვგრძნობდი, ვიცოდი რომ საკმარისად ძლიერი ვიყავი და მინდოდა ამ გამოწვევის მიღება,” – აცხადებს ინგლისელი ფეხბურთელი ალან შირერისთვის მიცემულ ინტერვიუში.
“პრემიერ ლიგის მატჩების ყურებით გავიზარდე, ვიცოდი რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩემპიონთა ლიგა და მისი მოგება, თუმცა პრემიერ ლიგის პირველი ტიტულის მოგება განსაკუთრებული გრძნობა იყო.
ხშირად, როდესაც ერთი-ორი გოლი გამქონდა, ვამბობდი, რომ კმაყოფილი არ ვიყავი, რადგანაც გუნდს საკმარისად ვერ დავეხმარე. დროდადრო უფრო მშვიდი ვხვდებოდი.
ყოველთვის ძალიან თვითდაჯერებული ვიყავი. 16 წლის ასაკში, როდესაც “ევერტონში” ვიყავი, ვიცოდი რომ საუკეთესო ფეხბურთელი ვიყავი. ვგრძნობდი, რომ “იუნაიტედში” წარმატებას მივაღწევდი,” – აცხადებს რუნი.