რუსეთი 2018: საქართველოს ნაკრების ჯგუფის პირველი ტურის მატჩების მიმოხილვა (ვიდეო)
გუშინ რუსეთის 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები გაიმართა. D ჯგუფში, რომელშიდაც ჩვენი ქვეყნის ნაკრებია, სამი მატჩი ჩატარდა.
საქართველო – ავსტრია
საქართველოს ეროვნულმა გუნდმა საკუთარ მოედანზე ავსტრიის ნაკრები მიიღო. მასპინძლებმა პირველ ტაიმში ორი გოლი მიიღეს: მე-16 წუთზე ჰინტერეგერმა, ხოლო 42-ეზე იანკომ მოახერხეს ლორიას კარის ბადის შერხევა. ჩვენი ნაკრების მხრიდან ერთადერთი გოლის გატანა ჯანო ანანიძემ შორეული გასროლით 78-ე წუთზე შეძლო. საბოლოო ანგარიში – 1-2.
უელსი – მოლდოვა
უხვგოლიანი გამოდგა უელსისა და მოლდოვას დაპირისპირება. მასპინძლებმა ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს სტუმრებს. დუბლის შესრულება გარეთ ბეილმა შეძლო (50 წთ.; 90+5 წთ.), თითო-თითო გოლი ვოუკსმა და ალენმა გაიტანეს, შესაბამისად, 38-ე და 44-ე წუთებზე. უელსმა 4-0 იმარჯვა.
სერბეთი – ჩრდილოეთ ირლანდია
მესამე მატჩი სერბეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნულ გუნდებს შორის გაიმართა. ანგარიში მესამე წუთზე სტუმართა მოთამაშემ, ჰენდრიკმა გახსნა. 62-ე და 69-ე წუთებზე ჯერ კოსტიჩმა გაათანაბრა, შემდეგ კი ტადიჩმა საერთოდ წინ გაიყვანა სერბეთის ნაკრები. საბოლოო წერტილი მატჩში შეცვლაზე შემოსულმა მერფიმ მე-80 წუთზე დასვა – მან 2-2 გახადა ანგარიში. სწორედ ასე დასრულდა ეს შეხვედრა.
პირველი ტურის შემდეგ D ჯგუფი ასე გამოიყურება
მომდევნო ტურის შეხვედრები 6 ოქტომბერს გაიმართება. ჩვენი ნაკრები გასვლაზე ჩრდილოეთ ირლანდიის გუნდს შეხვდება, ავსტრია უელსს მიიღებს, მოლდოვა – სერბეთს.