რუსეთი – საქართველო, მატჩამდე 24 საათით ადრე

თარიღი: მარტი 11, 2016

დღეს გამთენიას ბორჯღალოსნები სოჭში გაემგზავრნენ. შეგახსენებთ, რომ რუსეთ – საქართველოს ურთიერთშეხვედრების ისტორიაში მე-20 რკენა ხვალ, 12 მარტს, საქართველოს დროით 16 საათზე დაიწყება, რომლის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგვთავაზებს, ხოლო რადიორეპორტაჟის მოსმენა შესაძლებელია შემდეგ რადიო სადგურებზე: FM 102, 4 და FM 100,9.

გუშინ სამწვრთნელო შტაბმა ბორჯღალოსანთა სამატჩო რაზმი დაასახელა >>> რაზმი და სტატისტიკური მონაცემები

გუშინ შემადგენლობის დასახელების შემდეგ ბორჯღალოსნების ყველა ქომაგები სვამდნენ შემდეგ კითხვას – რაგბი ევროპის ჩემპიონატის წლევანდელ სეზონში სამწვრთნელო შტაბმა რატომ არ უხმო მამუკა გორგოძეს, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძეს. რუსეთთან სათამაშოდ ასევე არაა გამოძახებული მიხეილ ნარიშვილი.

გაცნობებთ, რომ ჯერ არასდროს ყოფილა შემთხვევა, ზემოაღნიშნულ რომელიმე ბორჯღალოსანს ნაკრებში გამოძახებაზე უარი ეთქვას და კლუბის ინტერესები უფრო წინ დაეყენებინათ. ეს მორაგბეები უდავოდ არიან ეროვნული ნაკრების ლიდერები, თუმცა ამ კონკრეტული თამაშისთვის სამწვრთნელო შტაბმა გადაწყვიტა სხვა მოთამაშეებისათვის მიეცა სათამაშო დრო და თავის გამოჩენის შესაძლებლობა. აღსანიშნავია, რომ კონსტანტინე მიქაუტაძე ნაკრებთან ერთადაა და ემზადება რუსეთის წინააღმდეგ გასამართი მატჩისათვის.

ასევე გაცნობებთ, რომ 19 მარტს, რუმინეთის წინააღმდეგ გასამართი მატჩისათვის უკვე გამოძახებულნი არიან გორგოძე, მიქაუტაძე და ჩილაჩავა, რათა ტურნირის დამაგვირგვინებელ და ყველაზე მნიშვნელოვან მატჩში, რომელიც დინამო არენაზე გაიმართება, ბორჯღალოსნები უძლიერესი შემადგენლობით დახვდნენ რუმინელ მუხებს.

„წლევანდელი რაგბი ევროპის სეზონი საკმაოდ სათუთად იმგვარად დავგეგმეთ, რომ 2015 წლის მსოფლიო თასზე აღებული ტემპი და სტანდარტი შეგვენარჩუნებინა და ამავდროულად ჩვენთვის საინტერესო მორაგბეებისათვის სათამაშო დრო მიგვეცა. გარდა ამისა გადავწყვიტეთ საფრანგეთში მოთამაშე რამდენიმე ბორჯღალოსანისთვის მიგვეცა დასვენებისა და კლუბში თამაშის შესაძლებლობა.

„მიუხედავად ამისა, რუმინეთის წინააღმდეგ ყველაზე ძლიერი შემადგენლობით თამაში ჩვენ გეგმას წარმოადგენს და ეს არ შეიცვლება. მიმდინარე გათამაშება მშვენიერი შესაძლებლობაა იმისათვის, რომ გამოცდილ მოთამაშეებთან ერთად ახალი მორაგბეებიც ვნახოთ და ამ კუთხით მე საკმაოდ კმაყოფილი ვარ.“ განაცხადა მილტონ ჰეიგმა.

დღეს, სოჭში რუსეთის და საქართველოს ნაკრებების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

მილტონ ჰეიგი: „ეს მატჩი რა თქმა უნდა ძალზე მნიშვნელოვანია ყველასთვის. აქ საკმაოდ წვიმს, თუმცა თბილისში კარგ ამინდში ვემზადებოდით. ტრადიციულად საქართველოში ყველას ამ თამაშის მიმართ დიდი მოლოდინი აქვს და ამ მატჩის პრინციპული მნიშვნელობიდან გამომდინარე ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა მატჩისთვის ჩვენ საკმაოდ კარგად მოვემზადეთ.”


იური პერვუხინი (რუსეთის მთ. მწვრთნელი):
„უპირველეს ყოვლისა მინდა მივულოცო ჩვენს ქართველ მეგობრებს მსოფლიო თასზე საკმაოდ კარგი თამაში. მიუხედავად ნებისმიერი პოლიტიკური მდგომარეობისა ხვალ იქნება თამაში, რომელშიც ორი საკმაოდ კარგად ნაცნობი და დიდი ხნის მეტოქე ეთამაშება ერთმანეთს; გუნდები, რომლებიც ერთმანეთს კარგად იცნობენ და მეგობრობენ და აქედან გამომდინარე საკმაოდ კარგი მატჩი გველის. ჩვენც საკმაოდ კარგად მოვემზადეთ სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩისთვის.“

შალვა სუთიაშვილი: „რუსეთის ნაკრები პროგრესირებს, რაც ბოლო დროინდელი თამაშების დამსახურებაა – საკმაოდ დინამიური გუნდი გახდა. ჩვენც შესაბამისად მოვემზადეთ და ვცდილობთ ჩვენი თამაში ვითამაშოთ. რაც შეეხება ხვალინდელ მატჩს, არავისთვის საიდუმლო არაა, რომ ყოველთვის დაძაბული თამაშები იმართება ჩვენსა და რუსეთს შორის, რომლებსაც გარკვეული ემოციები ახლავს. ვიმედოვნებ, რომ ხვალ კარგი და სანახაობრივი თამაში იქნება. არც ჩვენ ვაპირებთ უხეშობას და იმედი მაქვს, რომ არც მეტოქე აპირებს ამას და ხვალ კარგ რაგბს ვითამაშებთ.

კაპიტნის ვარჯიში

დღეს სოჭში მთელი დღის განმავლობაში საკმაოდ ინტენსიურად წვიმდა. შესაბამისად მატჩის ორგანიზატორებმა ორივე გუნდს კაპიტნის ვარჯიშის გამართვა ხელოვნურ საფარიან მოედანზე შესთავაზა. ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა ხელოვნურ მოედანზე ვარჯიშის ნაცვლად პარკში მსუბუქი მოთელვისა და კონკრეტული ელემენტებზე წავარჯიშების გადაწყვეტილება მიიღო, რითაც გუნდს მგზავრობის შემდეგ განტვირთვის შესაძლებლობა მისცა.

შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-4 ტურის მატჩი საქართველოსა და რუსეთს შორის სოჭში ხვალ, 12 მარტს, 16 საათზე დაიწყება, რომლის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგვთავაზებს, ხოლო რადიორეპორტაჟის მოსმენა შესაძლებელია შემდეგ რადიო სადგურებზე: FM 102, 4 და FM 100,9.

Rugby.GE



მსგავსი სიახლეები
რაგბი

სოსო ტყემალაძე: “იტალიელთა პრეზიდენტი არასპორტულად მოიქცა”

რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ ვახო ხუზმიაშვილის “თავისუფალ სივცრცეში” საინტერესო ისტორია მოჰყვა. “ჩვენ თამაშამდე ერთ-ე...
წაკითხვა
რაგბი

“ქართველებისთვის ექვსი ერის კარი კვლავ დახურულია”

საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად ტიერ ერთის ნაკრებს მოუგო. ბორჯღალოსნებმა იტალია 28-19 დაამარცხეს და ექვს ერში […]...
წაკითხვა
რაგბი

მერაბ შარიქაძე: “საყვედურს არავის ვეუბნები, მაგრამ საწყენია მუდმივი კრიტიკა”

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში, ესპანეთთან გამარჯვების (49:15) […]...
წაკითხვა
რაგბი

დიმიტრი ბასილაია – ქართველი მორაგბე, რომელიც უკრაინელ ჯარისკაცებს ცხელი საჭმელით ამა

საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე დიმიტრი ბასილაია კიევის სარაგბო გუნდს წვრთნის. გარდა ამისა, უკრაინაში მეგობრებთან ერთად […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველო – რუსეთის თამაში არ ჩატარდება

საქართველოსა და რუსეთს შორის 27 თებერვალს გასამართი მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო. 2022 წლის რაგბი ევროპის […]...
წაკითხვა
რაგბი

ყაველაშვილი: “გარკვეული ორგანიზაციები რუსეთთან თამაშის ჩაშლას აპირებენ”

სპორტის კომიტეტის თავჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა 27 თებერვალს საქართველო – რუსეთის რაგბის თამაშის შესახებ ისაუბრა. “ყველა […]...
წაკითხვა
რაგბი

რუსეთმა “რაგბი ევროპას” მიმართა – საქართველოს რაგბის კავშირმა უკრაინული

27 თებერვალს საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-3 ტურში, თბილისში, “დინამო არენაზე” რუსეთს უმასპინძლებს. […]...
წაკითხვა
რაგბი

ნიკოლოზ ნარმანია: “საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაში არ შემიძლია”

რუსეთის მორაგბეთა ნაკრების წევრმა, ნიკოლოზ ნარმანიამ განაცხადა, რომ ის საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ არ ითამაშებს. ფრანგული […]...
წაკითხვა
რაგბი

“შემირცხვენია ყველა ის მორაგბე, რომელიც რუსებს მოემსახურება”

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ირაკლი ჩომახაშვილმა ქართველი მორაგბეების რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად შეკრებაზე სოციალურ ქსელში […]...
წაკითხვა
რაგბი

რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს

რაგბის კავშირმა რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად ქუთაისში შეკრების გამართვაზე განცხადება გაავრცელა. “გვინდა გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში […]...
წაკითხვა
რაგბი

“ოკუპანტს ხელგაშლილი ვხვდებით, ისე დავუმეგობრდით, ვეღარც მოვუგებთ”

საქართველოს 7-კაცა ეროვნული ნაკრები 24 თებერვლიდან 1-ელ მარტამდე ქუთაისში შეკრებას რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად გაივლის. […]...
წაკითხვა
რაგბი

მამუკა გორგოძე: “ლაშა ყოველთვის წყნარად, თავჩაღუნული მიყვებოდა თავის საქმეს”

ლეგენდარული მორაგბემ მამუკა გორგოძემ გადაცემაში “სპორტი იმედზე” ლაშა შავდათუაშვილზე ისაუბრა. “ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი ამ ბიჭ...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება თეა წულუკიანზე

საქართველოს რაგბის კავშირი პასუხობს 20 იანვარს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც გაჟღერდა მცდარი მოსაზრება, რომ რაგბის […]...
წაკითხვა
რაგბი

ჩილაჩავამ ავსტრალიელ ჰუკერს სახეში ხელი უთავაზა (ვიდეო)

საფრანგეთის ტოპ 14-ში “კასტრი ოლიმპიკის” ბურჯმა ლევან ჩილაჩავამ ავსტრალიელი ჰუკერისგან ტოლუ ლატუსგან სახეში დარტყმა მიიღო, […]...
წაკითხვა