რუსეთის მწვრთნელი: “მჯერა, რომ რამოსს სალაჰისთვის ტრავმა განზრახ არ მიუყენებია”
დღეს, მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში რუსეთის ნაკრები ეგგვიპტის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. რუსთა მთავარმა მწვრთნელმა, სტანისლავ ჩერჩესოვმა პრესკონფერენცია გამართა.
“გვესმის, რომ სალაჰი დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ჩენ ყველა ჩვენი მეტოქე შევისწავლეთ და მათ ჰყავთ ისეთი მოთამაშეები, რომელთაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმო. ეგვიპტე დაბალანსებული გუნდია. ხოლო, სალაჰი მათი საუკეთესო ფეხბურთელია. თუმცა, მხოლოდ ერთი სპორტსმენის წინააღმდეგ არ ვთამაშობთ. ყველა ფეხბურთელს დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ. ვიცით, როგორ უნდ აგავაკეთოთ ეს და ამას ხვალ თქვენ იხილავთ.
მჯერა, რომ რამოსს სალაჰისთვის ტრავმა განზრახ არ მიუყენებია. ეს სპორტული მომენტი იყო. მესმის, რომ გამიზნულად ერთი მოთამაშე მეტოქეს არ აზიანებს. მატჩამდე ვნახავთ, ითამაშებს თუ არა სალაჰი. ეს მხოლოდ მწვრთნელმა და მან იციან. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი მისია გვაქვს და ის უნდა შევასრულოთ,” – ამბობს ჩერჩესოვი.