რუსი მოკრივე: “ჩვენ ყველაზე პატიოსანი ქვეყანა და სპორტსმენები გვყავს”
ყოფილმა რუსმა მოკრივემ, ალეკსანდრ პოვეტკინმა მსოფლიოს ანტი-დოპინგური სააგენტოს მიერ რუსეთისადმი გამოტანილ განაჩენზე კომენტარი გააკეთა. მსოფლიოს სუპერ მძიმე წონის ყოფილი ჩემპიონი მიიჩნევს, რომ WADA-ს გადაწყვეტილება უსამართლოა, ხოლო რუსეთი ყველაზე პატიოსანი ქვეყანაა.
“სიმართლე გითხრათ, ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენ ქვეყანას ჰიმნის აჟღერება და დროშის გამოყენება არ შეეძლება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველაზე პატიოსანი ქვეყანა და სპორტსმენები გვყავს. უსამართლოდ მოგვექცნენ”, – ციტირებს პოვეტკინის სიტყვებს Sports.ru.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ანტი-დოპინგურმა სააგენტომ რუსეთს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დიდ შეჯიბრებებზე (მსოფლიო ჩემპიონატი, ოლიმპიური თამაშები) დროშისა და ჰიმნის გამოყენება აუკრძალა. ტურნირებზე მონაწილეობას მხოლოდ ის რუსი სპორტსმენები მიიღებენ, რომლებიც დაამტკიცებენ, რომ მათ დოპინგი არ გამოუყენებიათ.