რუსი მოჭიდავე: “მიხეილ მამიაშვილმა სახეში ხელი ორჯერ გამარტყა”
რუსეთის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ერთ-ერთმა წევრმა ინა ტრაჟუკოვამ განაცხადა, რომ რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა, მიხეილ მამიაშვილმა მას სახეში ხელი ორჯერ გაარტყა.
ტრაჟუკოვა ხუთშაბათს ოლიმპიადის ნახევარფინალში პოლონელ მეტოქესთან დამარცხდა და ფედერაციის პრეზიდენტთნ შეხვედრაც ამის შემდეგ მოუწია.
“შეჯიბრის დასრულების შემდეგ, ფედერაციის პრეზიდენტს შევხვდი. ის უხეშად მელაპარაკებოდა, შემდეგ კი სახეში ხელი ორჯერ გამარტყა. ეს ყველაფერი საზოგადოების წინაშე მოხდა. რუსეთში ჩასვლის შემდეგ რუსეთის სპორტის მინისტრს განცხადებას გავუგზავნი. მე საჯაროდ შემარცხვინეს, ამიტომ გაჩერებას არ ვაპირებ”, – ციტირებს ტრაჟუკოვას სიტყვებს Sport-express.ru
შეგახსენებთ, რომ მამიაშვილი უკრაინაშია დაბადებული და დიდი ხანია, რუსეთში მოღვაწეობს. ის ევროპისა და მსოფლიოს სამგზის, ხოლო ოლიმპიადის ერთგზის გამარჯვებულია.