რუსი პიოტრ იანი მერაბ დვალიშვილისა და ალჯამეინ სტერლინგის ჟესტმა გააღიზიანა (ფოტო)
10 აპრილს, საქართველოს დროით გამთენიისას UFC 273-ის ეგიდით ერთმანეთს ალჯამეინ სტერლინგი და პიოტრ იანი დაუპირისპირდებიან.
ოქტაგონზე შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე, ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი, რუსი პიოტრ იანი MMA Hour-ს ესაუბრა, სადაც მან უკმაყოფილება გამოხატა იმის გამო, რომ სტერლინგი, მერაბ დვალიშვილთან და სხვა თანაგუნდელებთან ერთად უკრაინას მხარს უჭერს.
“ნახეთ მისი განცხადებები, სტერლინგი ცდილობს, რომ დაპირისპირებაში პოლიტიკაც გაურიოს. უკრაინის დროშასთან ერთად ფოტოს იღებს და იღიმის. მან სცადა, რომ ეს პოლიტიკური გაეხადა. დიახ, ვიცი, რომ მას ჩემი აშშ-ში ყოფნა არ უნდა. ახლა აქ ვარ და იცის, რომ ეს მისი დასასრულია”, – განაცხადა იანმა.
შეგახსენებთ, რომ სტერლინგი მერაბ დვალიშვილის თანაგუნდელია. მათ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა არაერთხელ გამოხატეს.