რუსთაველებს გმირობამდე ცოტა დააკლდათ (მატჩისშემდგომი კომენტარები)

თარიღი: დეკემბერი 11, 2014

საინტერესო და დაძაბული მატჩი გაიმართა დღეს საკალათბურთო აკადემიაში. „რუსთავმა“, რომელიც „მგზავრები-არმიასთან“ პირველი ტაიმის შემდეგ 21 ქულას აგებდა, მატჩი შემოაბრუნა და დასრულებამდე 5 წუთით ადრე ანგარიში გაათანაბრა. ცოტაც რომ მოენდომებინათ, რუსთაველები მოიგებდნენ კიდეც, თუიმცა ბოლო წუთებზე „მგზავრები“ გამოერკვნენ და მარცხი თავიდან აიცილეს.

მატჩის შემოტრიალების წერტილი გიგი გოგობერიშვილი გახლდათ, რომელსაც პირველ ტაიმში ქულა არ ჰქონდა მოპოვებული და მესამე პერიოდში 14 ქულა ჩააგდო. აღნიშნული მეოთხედი რუსთაველებმა 228:19 მოიგეს და გადამწყვეტ ათწუთეულს 12-ქულიანი დეფიციტით შეხვდნენ.

ბოლო მეოთხედში რუსთაველებმა შედეგიანი თამაში განაგრძეს და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ანგარიში გაათანაბრეს. არმიელები გამოფხიზლდნენ, რაშიც ლომის წილი ლუკა ზაქრაძეს მიუძღვის. ბოლო წუთებზე ქულა-ქულაში მიმდინარე თამაში „მგზავრები-არმიამ“ 78:75 მოიგო. გადამწყვეტ მომენტში მნიშვნელოვანი ბურთები ჩააგდო მამუკა ბაზუაშვილმა, რომელმაც მთლიანობაში ორმაგი დუბლი – 13 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა.

ბომბარდირი 18 ქულით ზაქრაძე გახდა, ხოლო რუსთაველმა გიორგი ტურძელაძემ 15 ქულა მიითვალა. რუსთაველთა გუნდში 21 ქულით გიგი გოგობერიშვილი გამოირჩა, 17 ქულა და 8 პასი პირად ანგარიშზე თორნიკე ქიტოშვილმა ჩაიწერა.

ამ მატჩამდე გაიმართა „სოხუმისა“ და „მაკაბის“ დაპირისპირება, რომელიც ბოლო მეოთხედამდე საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობდა. ხან ერთი გუნდი გალიდერდებოდა, ხან – მეორე. პირველი ტაიმი მაკაბელებმა 29:27 მოიგეს, თუმცა მესამე პერიოდის 12:18 წაგებით, გადამწყვეტი ათწუთეულის წინ 4 ქულით ჩამორჩნენ.

ბოლო პერიოდში სოხუმელებმა გააზრებულად ითამაშეს, რაც გამარჯვებით დაუფასდათ – 64:51. საუკეთესო დიმა ბობილევი გახდა, რომელმაც 19 ქულასთან ერთად 12 მოხსნა მიითვალა. ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა 18 ქულისა და 9 მომხსნის მომგროვებელ ირაკლი ჯანხოთელს. 11 ქულა და ამდენივე მოხსნა გაიფორმა კოტე ბიწაძემ. მაკაბელთაგან 24 ქულა-14 მოხსნით საუკეთესო დავით ქარციძე გახლდათ, ხოლო თორნიკე გოგელაშვილმა ორმაგი დუბლისთვის აუცილებელი მაჩვენებლები დააფიქსირა – 10 ქულა, 10 მოხსნა.

ჩემპიონატის მომდევნო მატჩები 12 დეკემბერს – ქუთაისსა და რუსთავში გაიმართება.

მატჩისშემდგომი კომენტარები

სოხუმი – მაქაბი  64:51

თემურ კანკია („სოხუმის“ მთავარი მწვრთნელი):  დაძაბული მატჩი გამოდგა, იმის მუხედავად, რომ არცერთ გუნდს არ გამოუვიდა დალაგებული და კონსტრუქციული თამაში. საბედნიეროდ, ბოლოს მოვახერხეთ გარდატეხის შეტანა, მობილიზება და გამარჯვება მოვიპოვეთ.

ლაშა ელბაქიძე („მაქაბის“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი): თავიდან კარგად დავიწყეთ თამაში, თუმცა ბოლო მეოთხედში ავირიეთ და მარცხი განვიცადეთ. მიუხედავად წაგებისა, მაინც კმაყოფილი ვარ ჩემი გუნდის თამაშით. მადლობა ბიჭებს ბრძოლისთვის და მადლობა მოწინააღმდეგე გუნდს. ვივარჯიშებთ და  მომავალი მატჩებისთვის შეცდომებს გამოვასწორებთ.

მგზავრები არმია – რუსთავი  78:75

ოთარ ხმელიძე (რუსთავის მთავარი მწვრთნელი): მატჩის 1-ელი ტაიმი ძალიან სუსტად ჩავატარეთ. მეორე ნახევარში უფრო გუნდურად ვიასპარეზეთ და თამაშიც გამოგვივიდა, თუმცა საბოლოოდ დავმარცხდით. არ გვყავს  ტანმაღალი კალათბურთელები და გვიჭირს ფარზე მუშაობა, თუმცა ნიჭიერი ახალგაზრდები გვაყავს და დიდი იმედი მაქვს მოუმატებენ.

 

დიმიტრი ჟაკობოვი („მგზავრები-არმიის“ მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში მადლობა მოწინააღმდგეს კარგი თამაშისთვის და  მივულოცავ ჩემს ბიჭებს გამარჯვებას. ჩვენ ჩავატარეთ ორი  განსხვავებული ტაიმი. თავიდან თამაში შესანიშნავად დავიწყეთ და  წინ დიდი სხვაობით გავედით, თუმცა დიდი შესვენების შემდეგ ზედმეტი თავდაჯერებულობის გამო დავკარგეთ მოტივაცია და  კონცენტრაცია. შედეგად მეტოქემ ჯერ ანგარიში შეამცირა, შემდეგ გაათანაბრა და  სანერვიულოდ გაგვიხადა საქმე. გადამწყვეტ მომენტში უბრალოდ გაგვიმართლა და გამარჯვება ჩვვენ დაგვრჩა. უკვე ვემზადებით მომდევნო თამაშისთვის. გავაანალიზებთ დღევანდელ შეხვედრას, რათა მომდევნო მატჩი მსგავსი შეცდომები აღარ დავუშვათ.

u-20.ge

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

“ოლიმპის” კალათბურთელებმა ერთმანეთთან იჩხუბეს (ვიდეო)

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის ფლეი-ოფის პირველ შეხვედრაში “ცხუმ-აფხაზეთმა” “ოლიმპი” 97:74 დაამარცხა. მატჩის მიწურულს სკა...
წაკითხვა
კალათბურთი

“დაეგდე!” – გოგა ბითაძე და მისი მწვრთნელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (ვიდ

6 მაისს, NBA-ში “ინდიანა პეისერსმა” საკუთარ კედლებში “საკრამენტო კინგსი” მიიღო და 93:104 დამარცხდა. მასპინძელთა ქართველმა [&he...
წაკითხვა
კალათბურთი

ცნობილია, რატომ არ შეუშვეს გიორგი შერმადინი რუსეთში

ესპანური “ტენერიფეს” ცენტრს, გიორგი შერმადინს რუსეთში, სადაც ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის შეხვედრები უნდა გამართულიყო, არ უშვებდნენ. [&hellip...
წაკითხვა
კალათბურთი

გიორგი შერმადინი რუსეთში არ შეუშვეს (ფოტო)

ესპანური “ტენერიფეს” ცენტრი გიორგი შერმადინი რუსეთში, სადაც ევროპის ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის ეტაპის მატჩები უნდა გაიმართოს, […]...
წაკითხვა
კალათბურთი

“ზაზა, ძალიან მიყვარხარ!” – დვალიშვილი კოდი სტამანთან გამარჯვების შემდეგ

მერაბ დვალიშვილმა დღეს UFC-ში მე-8 შეხვედრა გამართა. ქართველი მებრძოლი ამერიკელ კოდი სტამანს დაუპირისპირდა და მეტოქე […]...
წაკითხვა
კალათბურთი

“კარგია, რომ ბათუმში არ ვითამაშებთ” – რუსეთის ნაკრების მწვრთნელი

რუსეთის საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სერგეი ბაზარევიჩმა ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის წილისყრის შემდეგ კომენტარი გააკეთა. მისი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ევრობასკეტი 2022: საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ევრობასკეტი 2022-ის წილისყრა გაიმართა. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები ესპანეთი, თურქეთი, [&hel...
წაკითხვა
სხვადასხვა

“გიორგი, ველოდებით შენს დაბრუნებას!” – ემოციური მიმართვა ჩაკვეტაძეს (ვიდ

სოციალურ ქსელში Sport Fans-ის მიერ დამზადებული ვიდეოკლიპი გავრცელდა. ცნობილი ქართველი სპორტსმენები და ხელოვანები ბელგიური “გენტის” [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზიდანი: “ჯერ არაფერი მოგვიგია”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის მეორე მატჩში “ლივერპულთან” დასრულებული მ...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძემ NBA-ში პირადი რეკორდი დაამყარა! (ვიდეო)

8 აპრილს, NBA-ში “ინდიანა პეისერსი” საკუთარ კედლებსი “მინესოტა ტიმბერვულვზს” დაუპირისპირდა და 141:137 გაიმარჯვა. გოგა ბითაძე [...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის 10 ქულა და 7 მოხსნა “შარლოტის” წინააღმდეგ (ვიდეო)

3 აპრილს, NBA-ში, გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” საკუთარ კედლებში “შარლოტ ჰორნეთსს” დაუპირისპირდა და 97:114 დამარცხდა. [&hell...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის დაფარება “დალასთან” მატჩში (ვიდეო)

27 მარტს, NBA-ში გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსმა” საკუთარ კედლებში “დალას მავერიქსი” მიიღო და მეტოქე 109:94 […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელიამ ბერას მხარდაჭერა გამოუცხადა (ფოტო)

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ ბერა ივანიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა. მოსკოვის ცსკა-ს კალათბურთელმა სოციალურ ქსელში [&h...
წაკითხვა
კალათბურთი

აიზეია ტომასი ზლატან იბრაჰიმოვიჩს: “მოკეტე!”

“სელტიკის” ყოფილი გამთამაშებელი, აიზეია ტომასი, ზლატან იბრაჰიმოვიჩის სიტყვებს გამოეხმაურა. შვედმა ფეხბურთელმა ლებრონ ჯეიმს პოლიტიკური განც...
წაკითხვა
კალათბურთი

ლებრონ ჯეიმსმა ზლატან იბრაჰიმოვიჩს უპასუხა

“მილანის” თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა Discovery Plus-თან ინტერვიუში ლებრონ ჯეიმსზე ისაუბრა. შვედმა ფეხბურთელმა NBA-ს ვარსკვლავს ფე...
წაკითხვა