“რუსთავი” და “ტორპედო” ერთმანეთს 1 ქულით დაშორდნენ
ეროვნული ლიგის მე-20 ტურის გამოტოვებული შეხვედრა “რუსთავსა” და “ტორპედოს” შორის 0-0 დასრულდა. მატჩი ორივე გუნდის გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა გოლი არ გავიდა და კლუბებმა აქტივში 1 ქულა მიითვალეს.
მიუხედავად იმისა, რომ ფავორიტის სტატუსით “ტორპედო” გამოვიდა, “რუსთავმა” მეტოქეს არაფერი დაუთმო და რიგ ეპიზოდებში აშკარად აჯობა კიდეც.
აღსანიშნავია, რომ თამაშის ბოლოს მათე ცინცაძემ მუხლის ტრავმა მიიღო და მოედანზე 7-წუთის შემდეგ დაბრუნდა.
რუსთავი: სეფიაშვილი – ღონღაძე, გუბულოვი, კვირკველია, ჩუკურა – კირკიტაძე, პაპავა, ფონიავა, კილასონია (თარხნიშვილი’46) – კვარაცხელია (ქავთარაძე’70), მარცვალაძე (ციქციშვილი’87)
ტორპედო: კვასხვაძე – გეგეჭკორი, კობახიძე, აზაცკი, ქიმაძე – ცინცაძე, ჰლინკა (წიქარიძე’46), კუტალია (დოლიძე’61), კუხიანიძე, დაფე – კაპანაძე (ლაჩნი’71)
ფოტო: “ტორპედოს” ოფიციალური გვერდი