რუსთავი დუდუ დადიანის მემორიალის გამარჯვებულია

თარიღი: ოქტომბერი 23, 2014

დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირის გამარჯვებული საკალათბურთო კლუბი „რუსთავი“ გახდა. ქვემოქართლურმა გუნდმა ტურნირის დასკვნით მატჩში თბილისის „დინამო“ 72:60 დაამარცხა და დადიანის ტურნირი 4-წლიანი შესვენების შემდეგ მოიგო.

დუდუ დადიანის ტურნირი ჯგუფურ ეტაპად ჩატარდა. ტურნირის მონაწილე 4-მა გუნდმა ერთ წრედ ითამაშა და ჩემპიონი პირველ ადგილზე გასული გუნდი გახდა. კალენდრის მიხედვით დაგეგმილი მატჩი, რომელშიც ერთმანეთს „რუსთავი“ და „დინამო“ ხვდებოდნენ, ფინალის ტოლფასი გამოდგა.

ამ გუნდებმა მანამდე გამართული შეხვედრები მოიგეს და ჩემპიონის გამოსავლენად დღეს ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მატჩის პირველი ტაიმი ძალიან თანაბარი, ქულა-ქულაში მიმდინარე გამოდგა. პირველი მეოთხედი 16:16 დასრულდა, ხოლო მეორე – 9:9.

პირველ ნახევარში ვერც ერთმა გუნდმა უპირატესობა ვერ მოიპოვა. მესამე მეოთხედში რუსთაველთა ცენტრმა აკაკი დვალიშვილმა, რომელიც საბოლოოდ ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, სამწამიანიდან პერიმეტრზე აიწია და ზუსტად შესრულებული შორი სროლებით რუსთაველებს ლიდერობა დაუბევა.

დვალიშვილმა მესამე პერიოდში 2 სამქულიანი და 1 შორეული ორიანი ჩააგდო, რის შემდეგაც რუსთაველებმა ხელჩასაჭიდი ლიდერობა მოიპოვეს. დვალიშვილს მხარი აუბა მიხეილ ჭოჭუამ, რომლის შედეგიანი თამაშის შემდეგ მასპინძელთა უპირატესობამ 10 ქულას გადააჭარბა. მიხეილ ბერუაშვილის გაწვრთნილმა რუსთაველებმა მოპოვებული ლიდერობა აღარ გაანიავეს და დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწიეს.

მატჩის შემდეგ დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა. ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ აკაკი დვალიშვილი დასახელდა, რომელიც რუსთაველთა კაპიტანთან ერთად დუდუ დადიანის ძმისშვილებმა – სანდრო და ნიტა დადიანებმა დააჯილდოვეს.

აღნიშნულ მატჩამდე გაიმართა „სოხუმისა“ და „ოლიმპის“ მატჩი. შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა და ბოლო პერიოდში, სოხუმის გამარჯვებით დასრულდა. შესაბამისად, ვაჟა კვარაცხელიას გუნდმა მესამე ადგილი დაიკავა.

სოხუმი – ოლიმპი  83:79 

რუსთავი – დინამო  72:60

მატჩისშემდგომი კომენატრები:

მიხეილ ბერუაშვილი („რუსთავის“ მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში მივულოცავ გამარჯვებას ჩემს გუნდს და რუსთავის ყველა გულშემატკივარს.  დუდუ დადიანს დიდი წვლილი მიუძღვის კალათბურთის განვითარებაში და ის ჩვენ ხსოვნაში ყოველთვის დარჩება. მსურს  მადლობა გადავუხადო  ტურნირის ყველა მონაწილეს, რაც შეეხება თამაშს, საინტერესო ფინალი შედგა. გამარჯვება მოვიპოვეთ, მაგრამ ვფიქრობ სამუშაო ჯერ კიდევ  ბევრი გვაქვს.

აკაკი დვალიშვილი (ტურნირის საუკეთესო მოთამაშე): მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს აქტიური ქომაგობისთვის. ასევე მადლობა ჩვენს მოწინააღმდეგეს კარგი თამაშისთვის. ჩვენმა გუნდმა  მეტოქესთან შედარებით ადრე დაიწყო ვარჯიში, ამიტომ მემორიალს  ჩვენ უფრო მომზადებულნი შევხვდით, ვიდრე „დინამო“. თუმცა, რა თქმა უნდა, სასურველ ფორმამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია. მოხარული ვარ, რომ ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დამასახელეს. ეს ჩემთვის დიდი პატივია.

superleague.ge

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

‘ახლა კორპუსში ცხოვრება დიდი გამოწვევაა’ – თორნიკე შენგელიამ მოსკოვში ცხ

მოსკოვის ცსკა-ს კალათბურთელმა, თორნიკე შენგელიამ ევროლიგის პოდკასტში კაილ ჰაინსთნ ვიტორიასა და მოსკოვს შორის განსხვავებებზე ისაუბრა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

სტივ კერიმ კაპიტოლიუმში შეჭრილ აქტივისტებს ტერორისტები უწოდა

ვაშინგტონში მიმდინარე მოვლენებს “გოლდენ სტეიტ უორიორსის” მთავარი მწვრთნელი, სტივ კერი, გამოეხმაურა. როგორც იცით, დონალდ ტრამპის […]...
წაკითხვა
ბლოგი

2020 წლის 40 ყველაზე გამორჩეული სპორტული ფოტო

ფოტოსააგენტო Getty Images, Reuters-თან და AFP-სთან თანამშრომლობის შედეგად 2020 წლის 40 ყველაზე გამორჩეულ ფოტოს გვთავაზობთ. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

კავაი ლეონარდის ტრავმა “დენვერთან” მატჩში (ვიდეო)

26 დეკემბერს, NBA-ში “ლოს ანჯელეს კლიპერსმა” “დენვერ ნაგეთსი” 121:108 დაამარცხა. მატჩის მიმდინარეობისა “კლიპერსის”...
წაკითხვა
კალათბურთი

ცნობილია – როგორია გოგა ბითაძის ანაზღაურება კონტრაქტის გახანგძლივების შემდეგ?

“ინდიანა პეისერსმა” ქართველ კალათბურთელს, გოგა ბითაძეს კონტრაქტი 2024 წლამდე გაუხანგძლივა. 21 წლის ცენტრი ამჟამად ტრავმირებულია, […...
წაკითხვა
კალათბურთი

სანდრო მამუკელაშვილის მორიგი რეკორდი ამერიკაში (ვიდეო)

სანდრო მამუკელაშვილმა მორიგი პირადი რეკორდი დაამყარა. “სეტონ ჰოლის” ქართველმა ფორვარდმა ამერიკის სტუდენტური ლიგის Big East-ის […]...
წაკითხვა
კალათბურთი

მაიკლ დიქსონი საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელი, მაიკლ დიქსონი კარიერას საქართველოს ჩემპიონატში გააგრძელებს. 30 წლის ამერიკელი სუპერლიგის კლუბ [&hell...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელია: “ეს გამარჯვება იყო საქართველოსთვის”

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, თორნიკე შენგელიამ შვეიცარიასთან გამარჯვების (91:84) შემდეგ კომენტარი გააკეთა. “ძალიან რთული...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელია: “ვამაყობ ჩემი გუნდით”

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა, თორნიკე შენგელიამ ევრობასკეტ 2022-ის შესარჩევ ეტაპზე, ფინეთთან გამარჯვების (91:85) შემდეგ კომენტარი გააკეთა. [&hel...
წაკითხვა
კალათბურთი

სურპრიზი გიორგი შერმადინს – ქართველი კალათბურთელი კვლავაც საუკეთესოა! (ვიდეო)

“ტენერიფეს” კალათბურთელი, გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის ოქტომბრის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ქართველ კალათბურთელს კუთვნი...
წაკითხვა
კალათბურთი

“უსამართლოდ მომექცნენ! ვცდილობ, ვიყო კარგი მამა” – მაიკლ დიქსონის ემოციუ

საქართველოს ნაკრების ნაყურალიზებულმა კალათბურთელმა, მაიკლ დიქსონმა POSTV-ის პლატფორმის საშუალებით სპეციალური განცხადება გაავრცელა. 29 წლის კალათბურთელ...
წაკითხვა
კალათბურთი

ლოს-ანჯელესის ქუჩებში კობის სახელს სკანდირებენ (ვიდეო)

“ლოს-ანჯელეს ლეიკერსმა” NBA-ს ფინალურ სერიაში “მაიამი ჰიტი” 4:2 დაამარცხა. “ლეიკერსის” კალათბურთელებმა, ენტონი დეი...
წაკითხვა
კალათბურთი

ენტონი დეივისმა ჩემპიონობა კობი ბრაიანტის ხსოვნას მიუძღვნა (ვიდეო)

“ლოს-ანჯელეს ლეიკერსმა” NBA-ს ფინალურ სერიაში “მაიამი ჰიტი” 4:2 დაამარცხა. მატჩის შემდეგ, ენტონი დეივისმა ეს გამარჯვება [&hell...
წაკითხვა
კალათბურთი

“ლოს-ანჯელეს ლეიკერსი” ჩემპიონია, ლებრონ ჯეიმსი – MVP

“ლოს-ანჯეეს ლეიკერსმა” ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2020 წლის გათამაშებაში იმარჯვა. ფინალური სერიის მეექვსე მატჩში ყველაფერი დამთავ...
წაკითხვა