“რუსთავმა” 2 ლეგიონერი დაიმატა

თარიღი: მარტი 28, 2019

საფეხბურთო კლუბმა “რუსთავმა” ეროვნული ლიგის ახალი სეზონი წარუმატებლად დაიწყო და ბოლო ადგილზე იმყოფება.

გუნდი შემადგენლობის გაძლიერებას აგრძელებს და 2 ლეგიონერი, მეკარე ვადიმ პროკოპენკო და ნახევარმცველი ფარხად გისტაროვი დაიმატა.

გისტაროვი 24 წლის რუსი ფეხბურთელია, რომლის სატრანსფერო ღირებულება 200 ათასი ევროა და ბოლოს რუსულ “მაშუკში” თამაშობდა.

23 წლის უკრაინელი პროკოპენკო სიმაღლეში 1.92მ-ია და საქართველოში “ცხინვალში” ასპარეზობდა.

ორივე მათგანი, დიდი ალბათობით, “რუსთავს” მომდევნო ტურში “ტორპედოსთან” დაეხმარება.

მსგავსი სიახლეები