რუსთავმა ქუთაისში იოლად იმარჯვა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

თარიღი: დეკემბერი 20, 2014

20-წლამდელთა ჩემპიონატის ერთი შეხვედრა გაიმართა დღეს ქუთაისში, სადაც სათამაშოდ ,,რუსთავი’’ ჩავიდა.  რეგიონის გუნდებს შორის დაპირისპირება სტუმრების იოლი გამარჯვებით დასრულდა – 58:81 რუსთაველთა სასარგებლოდ.

სტუმრებმა თამაში თავიდანვე კარგად დაიწყეს და სოლიდური უპირატესობა პირველივე პერიოდში მოიპოვეს – 25:11. ქიტოშვილის და ლორთქიფანიძის შედეგიანობის წყალობით მეორე პერიოდის შუაწელში  რუსთაველთა ლიდერობამ 30 ქულას გადააჭარბა – 14:45.

ქუთაისლები რთული ამოცანის წინაშე დადგნენ. მართალია, მეორე ნახევარში მასპინძლებმა უკეთესი თამაში აჩვენეს და მესამე პერიოდის მოგებაც მოახერხეს, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. რუსთაველებს სოლიდური უპირატესობა ხელიდან თამაშის ბოლომდე არ გაუშვიათ და სეზონის მე-3 გამარჯვებამდე მშვიდად და ყოველგვარი გართულებების გარეშე მივიდნენ.

რუსთაველებს ქიტოშვილმა და ლორთქიფანიძემ 21-21ქულით ულიდერეს.

ქუთაისელთა რიგებში კი 12 ქულით ლადო ფურცხვანიძე გამოირჩა, 10-10 ქულა დემეტრე ნანობაშვილმა და გუჯა ბირკაიამ მიითვალეს. ამ უკანასკნელმა 15 მოხსნაც მოაგროვა და მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლი შეასრულა.

20-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი მატჩები 23 დეკემბერს საკალათბურთო აკადემიის დარბაზში გაიმართება.

მატჩისშემდგომი კომენტარები

მედეა მხეიძე(,,ქუთაისის’’ მთავარი მწვრთნელი): საშინლად ვითამაშეთ. გუნდი, ფაქტობრივად, დღეს შევიკრიბეთ, ძალიან ბევრი ტრავმირებული მოთამაშე გვყავს. მიუხედავად ბევრი მცდელობისა, ვერაფრით მოვახერხეთ ჩვენი თამაში გვეპოვა. ,,რუსთავი’’ ძალიან კარგი გუნდია, ძლიერი უკანახაზი ჰყავთ და დაცვაში წინააღმდეგობა ვერ გავუწიეთ, თავდასხმაში კი ჩემმა მოთამაშეებმა ვერ შეასრულეს მითითებები და დავალებები. ნუცუბიძე ტრავმირებულია და როგორც შეძლო, ითამაშა, ანალოგიურად არის მაცაბერიძეც. როცა ორი ძირითადი მოთამაშე ვერ გეხმარება ისე, როგორც საჭიროა, თამაში, ბუნებრივია, ირევა. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ვერ ვიპოვეთ ჩვენი თამაში, მეორე შემადგენლობით ვეცადეთ წინააღმდეგობა გაგვეწია, თუმცა ,,რუსთავმა’’ გამოცდილების და სიძლიერის ხარჯზე გვაჯობა. მივულოცავ მათ გამარჯვებას, ჩვენთვის კი ეს შეხვედრა იქნება სასწავლი, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ შეცდომები.

ოთარ ხმელიძე(,,რუსთავის’’ მთავარი მწვრთნელი): თავიდანვე წაგვივიდა თამაში და ლიდერობა მალევე მოვიპოვეთ. მეტოქეს პირიქით, არ წაუვიდა თამაში და ჩვენც არ გაგვიჭირდა გამარჯვების მოპოვება. ბიჭებმა ძალიან კარგად იასპარეზეს და მადლობას ვეტყვი მათ.

u-20.ge

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

რამდენია ფილიპ ორშულას ხელფასი? – ფეხბურთელი, რომელიც მე-4 ლიგაში თამაშობს

“დინამო თბილისის” სლოვაკი ლეგიონერი ფილიპ ორშულა განაცხადშიც ვერ ხვდება და მე-2 გუნდში, მე-4 ლიგაში სათადარიგო […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძემ რობინ ლოპესს ზედიზედ ორჯერ დაუფარა (ვიდეო)

9 მაისს, NBA-ში ერთმანეთს “ინდიანა პეისერსი” და “ვაშინგტონ უიზარდსი” დაუპირისპირდნენ. “ინდიანას” რიგებში 15:42 წუთ...
წაკითხვა
კალათბურთი

“ოლიმპის” კალათბურთელებმა ერთმანეთთან იჩხუბეს (ვიდეო)

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის ფლეი-ოფის პირველ შეხვედრაში “ცხუმ-აფხაზეთმა” “ოლიმპი” 97:74 დაამარცხა. მატჩის მიწურულს სკა...
წაკითხვა
კალათბურთი

“დაეგდე!” – გოგა ბითაძე და მისი მწვრთნელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (ვიდ

6 მაისს, NBA-ში “ინდიანა პეისერსმა” საკუთარ კედლებში “საკრამენტო კინგსი” მიიღო და 93:104 დამარცხდა. მასპინძელთა ქართველმა [&he...
წაკითხვა
კალათბურთი

ცნობილია, რატომ არ შეუშვეს გიორგი შერმადინი რუსეთში

ესპანური “ტენერიფეს” ცენტრს, გიორგი შერმადინს რუსეთში, სადაც ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის შეხვედრები უნდა გამართულიყო, არ უშვებდნენ. [&hellip...
წაკითხვა
კალათბურთი

გიორგი შერმადინი რუსეთში არ შეუშვეს (ფოტო)

ესპანური “ტენერიფეს” ცენტრი გიორგი შერმადინი რუსეთში, სადაც ევროპის ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის ეტაპის მატჩები უნდა გაიმართოს, […]...
წაკითხვა
კალათბურთი

“ზაზა, ძალიან მიყვარხარ!” – დვალიშვილი კოდი სტამანთან გამარჯვების შემდეგ

მერაბ დვალიშვილმა დღეს UFC-ში მე-8 შეხვედრა გამართა. ქართველი მებრძოლი ამერიკელ კოდი სტამანს დაუპირისპირდა და მეტოქე […]...
წაკითხვა
კალათბურთი

“კარგია, რომ ბათუმში არ ვითამაშებთ” – რუსეთის ნაკრების მწვრთნელი

რუსეთის საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სერგეი ბაზარევიჩმა ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის წილისყრის შემდეგ კომენტარი გააკეთა. მისი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ევრობასკეტი 2022: საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ევრობასკეტი 2022-ის წილისყრა გაიმართა. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები ესპანეთი, თურქეთი, [&hel...
წაკითხვა
სხვადასხვა

“გიორგი, ველოდებით შენს დაბრუნებას!” – ემოციური მიმართვა ჩაკვეტაძეს (ვიდ

სოციალურ ქსელში Sport Fans-ის მიერ დამზადებული ვიდეოკლიპი გავრცელდა. ცნობილი ქართველი სპორტსმენები და ხელოვანები ბელგიური “გენტის” [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზიდანი: “ჯერ არაფერი მოგვიგია”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის მეორე მატჩში “ლივერპულთან” დასრულებული მ...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძემ NBA-ში პირადი რეკორდი დაამყარა! (ვიდეო)

8 აპრილს, NBA-ში “ინდიანა პეისერსი” საკუთარ კედლებსი “მინესოტა ტიმბერვულვზს” დაუპირისპირდა და 141:137 გაიმარჯვა. გოგა ბითაძე [...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის 10 ქულა და 7 მოხსნა “შარლოტის” წინააღმდეგ (ვიდეო)

3 აპრილს, NBA-ში, გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” საკუთარ კედლებში “შარლოტ ჰორნეთსს” დაუპირისპირდა და 97:114 დამარცხდა. [&hell...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის დაფარება “დალასთან” მატჩში (ვიდეო)

27 მარტს, NBA-ში გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსმა” საკუთარ კედლებში “დალას მავერიქსი” მიიღო და მეტოქე 109:94 […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელიამ ბერას მხარდაჭერა გამოუცხადა (ფოტო)

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ ბერა ივანიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა. მოსკოვის ცსკა-ს კალათბურთელმა სოციალურ ქსელში [&h...
წაკითხვა