რუსთავში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო აკადემია გაიხსნა!

თარიღი: ოქტომბერი 25, 2018

მასშტაბური ინფრასტრუქტურული და სპორტული პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, უეფას პროგრამა „ჰეთ-თრიკისა“ და ფიფას პროგრამა „ფორვარდის“ დაფინანსებით განხორციელდა. გახსნის ოფიციალურ ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ქალაქ თბილისის მერი, კახა კალაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ფიფას და უეფას ოფიციალური წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომპლექსი სიმბოლური დარტყმით გაიხსნა და ოფიციალური სტუმრებისათვის საჩვენებელი ტური ჩატარდა, რის შემდეგაც გამომსვლელებმა საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რომლებიც დღეიდან ახალ აკადემიაში იცხოვრებენ, წარმატება უსურვეს.

ღონისძიების მასპინძელმა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა ოფიციალურ მიმართვაში მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს მაქსიმალური ჩართულობისთვის და აკადემიის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„უპირველესად მინდა აღვნიშნო, თუ რამდენად ამაყი ვარ ამ პროექტით , რომელიც წარმოადგენს წარმოადგენს ქართული პროფესიული ფეხბურთის განვითარებისათვის უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს, რადგან სფეროს განვითარება წარმოუდგენელია ბავშვთა ფეხბურთის განვითარების გარეშე.

პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, უეფას პროგრამა „ჰეთ-თრიკისა“ და ფიფას პროგრამა „ფორვარდის“ დაფინანსებით განხორციელდა. პროექტის სრული ღირებულება დაახლოებით 20 მილიონი ლარს შეადგენს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აღნიშნულ პროექტში არ დახარჯულა სახელმწიფო ბიუჯეტი- სრული ხარჯი მოზიდული ინვესტიციებით განხორციელდა.

ჩვენ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ამ და სხვა მიმართულებებით ხელს ვუწყობთ ქვეყანაში სპორტის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ჯანმრთელობის პოპულარიზაციას. რაც დღესდღეობით, ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტია და სასიხარულია, რომ ამის დაკვეთა სახელმწიფოსგან მოდის. ის, რომ რაც შეიძლება მეტი ბავშვი იქნება ჩართული არამხოლოდ პროფესიონალურ, არამედ მოყვარულთა ფეხბურთშიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქვეყანაში თაობების უკეთესი მომავლისათვის და სპორტული ცხოვრების წესის დამკვიდრებაში.
უდიდესია ფიფასა და უეფას წვლილი, რომლებიც დღეს აქ არიან ჩვენთან ერთად და იზიარებენ ამ პროექტის წარმატებით განხორციელებას.

ფეხბურთის ფედერაციის ხედვა, სწორედ აკადემიების ჩამოყალიბებასა და განვითარებას მოიცავს – აკადემია არის ღირებული ინფრასტრუქტურული და სპორტული პროექტი, რომელიც წარმოადგენს სრულ საფეხბურთო კომპლექსს. აკადემიის ფუნქციონირების დაწყების შემდეგ, აღნიშნულ ტერიტორიაზე შესაძლებელი იქნება როგორც ასაკობრივი ნაკრებების საწვრთნელი შეკრებების გავლა, აგრეთვე ამხანაგური მატჩების გამართვა.“- აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საზოგადოებას აღნიშნული მოვლენა მიულოცა და ფეხბურთის ფედერაციასთან სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობა ხაზგასმით აღნიშნა:

„პირველ რიგში მინდა მივულოცო ყველას დღევანდელი დღე. ქართულ სპორტს და სპორტულ ინფრასტრუქტურას შეემატა უნიკალური საერთაშორისო სტრანდარტებით აშენებული საფეხბურთო აკადემია. წლების განმავლობაში მთელი საზოგადოების გულისწყრომის საგანი გახლდათ ის, რომ არასათანადო ყურადღება ეთმობოდა ბავშვთა ფეხბურთს, ხოლო ბავშვთა ფებურთის განვითარების გარეშე, დიდ ფეხბურთში წარმატების მიღწევა წარმოუდგენელია და შესაბამისად ძალიან სასიხარულოა, რომ ასეთი პროექტი განხორციელდა.

მინდა, გითხრათ ,რომ ეს არ არის ერთადერთი და ჩვენ, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად დაგეგმილი გვაქვს მრავალი ასეთი ობიექტის აშენება რეგიონების მასშტაბით. ჩვენთვის სპორტს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ვამაყობთ ჩვენი ტრადიციებით და ფეხბურთს ამ ტრადიციებში ყოველთვის განსაკუთრებული როლი ჰქონდა.

ვფიქრობთ, რომ ბავშვთა ფეხბურთის განვითარება არის სწორედ მომავალი წარმატების გასაღები. ძალიან დიდი პრიორიტეტი აქვს ბავშვებისა და მოზარდების ჩართულობას სპორტში და სწორედ ასეთი ინფრასტრუქტურაა საჭირო რომ მასობრივი სპორტის ჩართულობის ხარისხი კიდევ უფრო გავზარდოთ…

მინდა, მადლობა გადავუხადო ლევან კობიაშვილს, ფეხბურთის ფედერაციას და ყველა იმ ადამიანს, ვისი დამსახურებაც არის დღევანდელი დღე. მინდა, ყველას წარმატებები გისურვოთ.“- განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა.

ფეხბურთის მიმდინარე განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, ეს დღე დასტურია იმისა, რომ ყველაფერი კეთდება სპორტის ამ სახეობის აღორძინებისათვის. მანვე ნაკრების წარმატებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ყველასთვის დიდი სტიმულია:

„ფეხბურთი არის ის სპორტის სახეობა, რომელიც ჩვენ განსაკუთრებულად გვიყვარს. ამიტომ, განსაკუთრებულად გვახარებს ის წინსვლა და აღმავლობა, რომელსაც განიცდის ჩვენი ფეხბურთი. მინდა, წარმატება ვუსურვო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ საქმეში სულსა და გულს დებს. გვიხარია, რომ ეს ყველაფერი კეთდება, ეროვნული ნაკრების ფონზე, რაც ძალიან დიდ სტიმულს გვაძლევს. დღევანდელი დღე, ამ ბაზის მოწყობა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ყველაფერი კეთდება სპორტის ამ სახეობის აღორძინებისათვის ჩვენს ქვეყანაში…

მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს კოლეგასა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს, რომელიც, ნამდვილად, სულს და გულს დებს ამ საქმეში და ყველა ვხედავთ, რომ არა სიყვარული ამ საქმის მიმართ, ეს ყველაფერი ასეთი ხარისხითა და სახით ვერ გაკეთდებოდა, მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ იმ პირს, რომელიც ხელმძღვანელობს ფეხბურთის ფედერაციას და რომელიც ჩართულია ამ, ნამდვილად, საშვილიშვილო საქმეში. მინდა, მივესალმო ახლაგაზრდებს, ბავშვებს, რომლებიც აქ მოღვაწეობენ და ვუსურვო ყველაზე ამბიციური ოცნებების ასრულება.“- აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს ფიფას და უეფას წარმომადგენლებმაც.

ბიორნ ვასალო, ფიფას ეროვნული ასოციაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი:

„ჩემთვის დიდი პატივია დღეს, აქ, რუსთავის საფეხბურთო აკადემიის გახსნაზე ყოფნა. ფიფას პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს სახელით გილოცავთ და მადლობას გიხდით. ბოლო წლებში უეფასთან ერთად ფეხბურთის მასობრიობის განვითარებაში ძალიან დიდი ინვესტიციას ვახორციელებთ და ვფიქრობთ, რომ მომავლისთვის ეს კარგ საძირკველს შექმნის. სწორედ ესაა ჩვენი მიზანი და ვფიქრობ, რომ თქვენიც. პროგრამა „ფორვარდის“ დახმარებით, ჩვენ ინვესტიცია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განვახორციელეთ, რუსთავის აკადემია კი ერთერთი მათგანია. კიდევ ერთხელ გილოცავთ ასეთი დიდი პროექტის განხორციელებას – ეს უზარმაზარი სამომავლო ინვესტიციაა. სპორტში გამარჯვება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუმცა ჩვენ ვთვლით, რომ მთავარი არა გამარჯვება არამედ განვითარებაა.“

ტიერი ფავრი, უეფას ეროვნული ასოციაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი:

„პირველ რიგში მსურს, უეფას პრეზიდენტის, ალექსანდრე ჩეფერინის სახელით, მოგესალმოთ და მოგილოცოთ რუსთავის აკადემიის გახსნა. ჩემთვის დიდი პრივილეგიაა 10 წლის შემდეგ რუსთავში დაბრუნება. აქ პირველად ჩემს მეგობარ, დავით პეტრიაშვილთან ერთად გახლდით და მსურს, მას მადლობა გადავუხადო იმ წვლილისთვის, რაც მან ამ ორი ორგანიზაციის დაახლოებასა და ურთერთობის გაღრმავებაში შეიტანა. „ჰეთ-თრიკის“ პროგრამის საშუალებით ტექნიკური ცენტრი „ბასას“ აშენება და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის განახლება ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები იყო. მიუხედავად უამრავი წარმატებული პროექტისა, ჩემი აზრით, რუსთავის აკადემია მათ შორის საუკეთესოა. ეს სწორედ იმის დასტური გახლავთ, რომ ჩვენ და ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობა ერთმანეთთან ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ. უეფამ დაიწყო საპილოტე პროგრამა, რომელიც კონკრეტულად ახალგაზრდა ფეხბურთელებსა და სკოლებს ეხება. აღსანიშნავია, რომ ამ საპილოტე პროგრამის განსახორციელებლად 55 ქვეყანას შორის შერჩეულ 4 ქვეყანაში ერთ-ერთი სწორედ საქართველოა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ ერთა ლიგაში მიღწეული წარმატება უეფასთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა გთხოვოთ, რომ ასე გააგრძელოთ,“- აღნიშნა მან.

ახალგაზრდა ფეხბურთელებს ქალაქ თბილისის მერმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და გამორჩეულმა ფეხბურთელმა კახა კალაძემ მიმართა:

„ძალიან ბედნიერი ვარ და მიხარია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და კიდევ ერთი საფეხბურთო ბაზა, აკადემია შეემატა ჩვენს ქვეყანას. ზოგადად, ფეხბურთი და სპორტი რამდენად მნიშვნელოვანია, ამის ახსნა-განმარტებას არ დავიწყებ. ჩემთვის განსაკუთრებულად საამაყოა, იმიტომ რომ თუ რამე წარმატებას მივაღწიე – სწორედ ფეხბურთით. კიდევ უფრო მეამაყება, რომ დღეს გვაქვს საშუალება შევცვალოთ ის, რაც ყოველთვის პრობლემა იყო ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა გვყავს, ნიჭიერი მომავალი თაობა გვეზრდება. ზუსტად, პირველ რიგში მათ სჭირდებათ, რომ შევუქმნათ ხელსაყრელი პირობები, რათა მომავალში წარმატებული ფეხბურთელები გახდნენ. ასევე, მინდა ახალგაზრდებს მივმართო – განათლების გარეშე შეუძლებელია იყო წარმატებული ნებისმიერ სფეროში, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება სპორტი, ბიზნესი თუ სხვა რაიმე მიმართულება. ამიტომ, ვეთანხმები პრემიერ-მინისტრის პათოსს და მეამაყება ის, რომ ამ აკადემიაში არის შესაძლებლობა, რომ ფეხბურთელმა ბავშვებმა მიიღონ განათლებაც.

ლევან, მინდა წარმატებები გისურვო. მართლაც, ზუსტად თქვენი სწორი მენეჯმენტის გამო არის დღეს ყველაფერი, რაც განხორციელდა და ეს აისახა საქართველოს ეროვნულ ნაკრებზეც. შემთხვევით არ არის ის, რომ დღეს ჩვენ ჯგუფში ვართ პირველ ადგილზე და წარმატებულად აგრძელებს ჩვენი ეროვნული ნაკრები თამაშებს. მინდა, ეროვნულ ნაკრებს წარმატება ვუსურვო და იყავით დარწმუნებულები იმაში, რომ როგორც ცენტრალური ხელისუფლება გიდგათ გვერდში, ასევე დაგიდგებათ დედაქალაქის მერიაც,“- აღნიშნა კახა კალაძემ.

ქალაქ რუსთავში 6 ჰექტარზე განთავსებულ საფეხბურთო აკადემიაში ორი ბუნებრივსაფარიანი და ორი ხელოვნურსაფარიანი მოედანი ფუნქციონირებს. ინდივიდუალური განათების სისტემა სამ მოედანს მოემსახურება. ტერიტორიაზე ორი შენობა განთავსდა. აკადემიაში ამ ეტაპზე დაახლოებით 60 ბავშვი იცხოვრებს. მათთვის აღნიშნულ კომპლექსში შესაბამისი ინფრასტრუქტურა უკვე მოეწყო.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიის პირველი შენობა სულ 108 ადამიანზეა გათვლილი. აქ მოზარდებისთვის როგორც საძინებელი ოთახები, აგრეთვე გასართობი კუთხეა წარმოდგენილი. აღნიშნულ ტერიტორიაზე სასადილო, სასწავლო აუდიტორია, საკონფერენციო დარბაზი, მწვრთნელთა და უსაფრთხოების ოთახებია განთავსებული. აკადემიის ტერიტორიის, ფართობისა და კლიმატის გათვალისწინებით, კომპლექსი სრულად გამწვანდება – მოედნებს შორის არსებული თავისუფალი სივრცეები გამწვანების ზოლით შეივსება.

ტერიტორიაზე არსებულ მეორე შენობაში განთავსებულია სატრენაჟორო დარბაზი, გასახდელები და საშხაპეები, სათავსოები, სანიტარული კვანძები და სამედიცინო კაბინეტები. აკადემიის ფუნქციონირების დაწყების შემდეგ, აღნიშნულ ტერიტორიაზე შესაძლებელი იქნება როგორც ასაკობრივი ნაკრებების საწვრთნელი შეკრებების გავლა, აგრეთვე ამხანაგური მატჩების გამართვა.

GFF.GE

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ვის ეუხეშებოდნენ ყველაზე ხშირად პრემიერლიგის ბოლო ათწლეულში?

ლონდონის “ჩელსის” ყოფილი გარემარბი ედენ აზარი ის ფეხბურთელია, ვის წინააღმდეგაც ყველაზე მეტჯერ დაჯარიმდნენ ინგლისის პრემიერლიგის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სტერლინგი: “რეალი” ფანტასტიკური კლუბია, მადრიდში კი ბრწყინვალე ამინდებია”

“მანჩესტერ სიტისა” და მადრიდის “რეალს” შორის ჩემპიონთა ლიგაზე გასამართი მოახლოებული დაპირისპირების წინ “ქალაქელთა”...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორი იქნება “ბარსელონას” ფორმა მომდევნო სეზონში (ფოტო)

Mundo Deportivo-ს ცნობით, “ნაიკის” წარმომადგენლები ოთხშაბათს “ბარსელონას” სავარჯიშო ცენტრს ესტუმრნენ, სადაც ფეხბურთელებს შეხვდ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერ სიტი”, “რეალი” და კლუბები, რომლებმაც 100 ან მეტი ქულა დ

იურგენ კლოპის “ლივერპულის” ბრწყინვალე შედეგიანობა 2019/20 წლების პრემიერ ლიგის სეზონში თითქმის გვარწმუნებს იმაში, რომ “მერსესაიდელებ...
წაკითხვა
ფეხბურთი

პრეზიდენტი აღიარებს: “ბრეითუეიტის ტრანსფერი უსამართლოა”

უსმან დემბელესა და ლუის სუარესის გრძელვადიანი ტრავმების გამო ლა ლიგის ხელმძღვანელობამ “ბარსელონას” ტრანსფერის შეუფერებელ დროს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

იმობილე: “ნეტავ, კლოპს ნამდვილ ჩიროსთან ემუშავა”

რამდენიმე დღის წინ იურგენ კლოპმა პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ იტალიაში “ლაციოს” გულშემატკივრობდა, სადაც “ლივერპულის” ყოფილ...
წაკითხვა
ფეხბურთი

კურიოზი: მარტინ ბრეიტუეიტი “ბარსელონაში” პრეზენტაციის დროს (ვიდეო)

კატალონიის “ბარსელონამ” “ლეგანესიდან” 18 მილიონ ევროდ შეძენილი მარტინ ბრეიტუეიტი “ნოუ კამპზე” წარადგინა. წარდგენის...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ნაბიჭვარი მესი მატჩების დროს ისვენებს”

“ეიბარის” მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ლუის მენდილიბარმა “ბარსელონასთან” გასამართი მატჩის წინ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ერ...
წაკითხვა
ფეხბურთი

სულშერმა “ბრიუგესთან” მატჩის შემდეგ ევროპა ლიგის ბურთი გააკრიტიკა

20 თებერვალს ევროპა ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის პირველი მატჩი შედგა “ბრიუგესა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის. ბელგიაში [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

რუბენ ნევეშმა “ესპანიოლს” ულამაზესი გოლი გაუტანა (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო What an absolute screamer from Ruben Neves! pic.twitter.com/gmgSIanAqO — Samue (@SamueILFC) February 20, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რაიან ბაბელმა “ხეტაფეს” ფეხბურთელს დასცინა (ვიდეო)

ევროპის ლიგის 1/16-ფინალში, “ხეტაფესა” და “აიაქსს” შორის მიმდინარე მატჩში კურიოზული რამ მოხდა. 55-ე წუთზე, რაიან […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლიონელ მესიმ ჩემპიონთა ლიგის ოთხი ფავორიტი დაასახელა

კატალონიის “ბარსელონას” კაპიტანმა, ლიონელ მესიმ ის კლუბები დაასახელა, რომლებსაც წელს ჩემპიონთა ლიგის ფავორიტებად მიიჩნევს. არგენტინელმა [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორი გოლი გაუტანა “ბრიუგეს” ფეხბურთელმა “მანჩესტერ იუნაიტედს” (ვ

უეფას ევროპის ლიგის 1/16-ფინალში, “ბრიუგესა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის მიმდინარე მატჩში ანგარიში მე-15 წუთზე ემანუელ [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

მადრიდის “რეალის” საჩუქარი ნიკოლოზ შერაზადიშვილს (ფოტო)

პარიზის გრან სლემის მოგებიდან რამდენიმე დღეში, წარმოშობით ქართველი, ესპანეთის ძიუდოისტთა ნაკრების წევრი, ნიკოლოზ შერაზადიშვილი მადრიდის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მაიკ დინი აღიარებს – “იმ მომენტში საკუთარი თავი სრულად დავკარგე” (ვიდეო)

პრემიერ ლიგის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული მსაჯი რამდენიმე დღის წინ “ტრანმირ როვერსის” მატჩზე დააფიქსირეს, სადაც ის […]...
წაკითხვა