რუსული კლუბების დაცემა – 14 თებერვალს ყველა ქართულმა გუნდმა მოიგო!
ქართული გუნდები ახალი სეზონის დაწყებამდე თურქეთში ან ესპანეთში არიან შეკრებილნი და ამხანაგურ მატჩებს მართავენ. 14 თებერვალი ჩვენთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა და 3-მა ქართულმა სამ რუსულ გუნდს მოუგო.
განსაკუთრებული გამარჯვება მოიპოვა თბილისის “ლოკომოტივმა”, რომელმაც მოსკოვის “ლოკომოტივი” (მე-8 ადგილი პრემიერ ლიგაში) 0-4 გაანადგურა. დუბლი ულად იმრანმა შეასრულა, 1 ავტოგოლი იყო, ბოლო კი ირაკლი სიხარულიძემ შეაგდო. “ლოკომ” მოსკოველები რამდენიმე თვის წინაც დაამარცხა “დინამოს” სახით.
“საბურთალომ” პირველი დივიზიონის მე-3 ადგილოსანი “ორენბურგი” 2-1 დაამარცხა. გოლები გულიაშვილმა და იური ტაბატაძემ შეაგდეს.
გორის “დილამ” 1-ლი დივიზიონის წარმომადგენელ მოსკოვის “ჩერტანოვს” 2-1 მოუგო. თავი თორნიკე კაპანაძემ და ირაკლი ბიძინაშვილმა გამოიჩინეს. ეს საღამოს მატჩი იყო, დილას კი “დილა” ბელორუსულ “ბატეს” შეხვდა და 2-0 გაიმარჯვა.
ეროვნული ლიგა 28 თებერვალს დაიწყება და სამივე გუნდი მაღალი ადიგლებისთვის იბრძოლებს.