რუსული მედია: ჯუღელმა კვარაცხელიას ტრანსფერით 3 მილიონი იშოვა?
რუსული მედია აქტიურად წერს ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლიში” გადასვლის შესახებ და “რუბინის” იმ დაკარგულ მილიონებზე აღნიშნავს, რომელთა მიღებას გუნდი ფეხბურთელის გასულ წელს გაყიდვის შემთხვევაში შეძლებდა.
როგორც Gazzeta Dello Sport იტყობინება, “ნაპოლი” კვარას სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს გადაიხდის. ამ 10 მილიონის გადანაწილება კი ბათუმის “დინამოსა”, მამუკა ჯუღელსა და “რუბინს” შორის მოხდება.
Sport.ru-ს მიხედვით, “რუბინი” გარკვეულ თანხას აუცილებლად მიიღებს, თუმცა ზუსტი ოდენობა ამ დროისთვის უცნობია. ჯუღელსა და ყაზანის გენერალურ დირექტორს, რუსტემ საიმანოვს შორის დიდხნიანი მეგობრობაა და თანხაზე შეთანხმება არ უნდა გაუჭირდეთ, როცა “ლოკომოტივიდან” “რუბინში” ხვიჩას გადასვლის გამო, ზოგიერთი გამოცემის მიხედვით, მამუკამ 2-3 მილიონი ევრო გამოიმუშავა.
საერთო ჯამში, 10 მილიონიდან თავისი წილი “დინამოსაც” ერგება და ეს რამდენიმე მილიონი უნდა იყოს.
თვითონ, ხვიჩას ხელფასი კი 1.5 მილიონი ევრო იქნება.