რუსულმა კლუბებმა ევროსარბიელზე მორიგი კრახი განიცადეს
პირველ დეკემბერს მოსკოვის “ლოკომოტივი” საკუთარ კედლებში “ზალცბურგთან” დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გასვლის შანსი დაკარგა.
უკვე მეხუთე წელია, რაც რუსული კლუბები ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გასვლას ვერ ახერხებენ. ბოლო მსგავს შედეგი სანკტ-პეტერბურგის “ზენიტმა” დააფიქსირა 2015/16 წლების გათამაშებაში.
ზემოხსენებულ ხუთწლიან პერიოდში ჩემპიონთა ლიგაზე შემდეგი რუსული კლუბები ასპარეზობდნენ: “ზენიტი”, “სპარტაკი”, “ცსკა”, “კრასნოდარი” და “როსტოვი”.
აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ევროსარბიელზე რუსულმა კლუბებმა ერთი გამარჯვების მოპოვებაც ვერ მოახერხეს. “ლოკომოტივმა” A ჯგუფში სამი ფრე და ერთი მარცხი ჩაიწერა დააფიქსირა. “კრასნოდარსა” და “ზენიტს” კი თითო-თითო ფრე და სამ-სამი მარცხი უგროვდებათ.
რაც შეეხება ევროპა ლიგაზე მოასპარეზე “ცსკა”-ს, მოსკოველებს K ჯგუფში ერთი მარცხი და სამი ფრე აქვთ დაფიქსირებული.