რვა გატანილი გოლი და დაძაბული ფინალი “ბენიტო ვილამარინზე” (ვიდეო)
“პარი სენ-ჟერმენთან” გამართული უმნიშვნელოვანესი ბრძოლის შემდეგ, მადრიდელებმა “რეალ ბეტისთან” გაილაღეს. “ბენიტო ვილამარინზე” შეკრებილმა გულშემატკივარმა რვა გატანილი გოლი და ბრწყინვალე სპექტაკლი იხილა.
ანგარიში შეხვედრის მე-11 წუთზე გაიხსნა, თავი “ბლანკოსის” ამომავალმა ვარსკვლავმა, მარკო ასენსიომ გამოიჩინა. შეხვედრის 30-ე წუთზე მარსელომ ტრავმა მიიღო და ის ტეო ერნანდესმა შეცვალა. სამ წუთში მანდიმ ჟოაკინის პასი გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა, მალევე, ნაჩომ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი (37′) და მადრიდელები ქამბექის საშიშროების წინაშე დადგნენ.
შეხვედრის მეორე ნახევარი სტუმრებმა ბრწყინვალედ დაიწყეს, რამოსმა, ასენსიომ და რონალდუმ ერთმანეთის მიყოლებით გაიტანეს გოლები (50′, 59′, 65′,). თუმცა “ბეტისი” არ დანებებულა და მატჩის მიწურულს ინტრიგაც დააბრუნეს, როცა ლეონმა ანგარიში 3-4 გახადა. საბოლოო ჯამში მატჩს წერტილი შეცვლაზე შემოსულმა ბენზემამ დაუსვა – 3-5.
23 ჩატარებული მატჩის შემდეგ “რეალი” მეოთხე ადგილს იკავებს პრიმერადივიზიონის სატურნირო ცხრილში და 17 ქულით ჩამორჩება ლიდერ “ბარსელონას”. “ბეტისი” კი 33 ქულით მეცხრეა. მომდევნო ტურში “ბლანკოსი” “ლეგანესს” ეწვევა, “ბეტისი” – “ლევანტეს”.