ს/კ ლანჩხუთის “გურიას” განცხადება
ამ საღამოს ინტერნეტ სივრცეში გაჩნდა საკმაოდ არასასიამოვნო ინფორმაცია ლანჩხუთის „გურიას“ ირგვლივ ხვალ, ბოლნისის სიონთან გასამართ თამაშთან დაკავშირებით. გვინდა გამოვეხმაუროთ აღნიშნულ ფაქტს და განვაცხადოთ: რომ კლუბის ხელმძღვანელობა მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ გუნდი ხვალინდელ მატჩზე გავიდეს სათამაშოდ და წარმატებული გამოსვლა გააგრძელოს საქართველოს 25-ე ეროვნულ ჩემპიონატში.
ასევე გვინდა დავამშვიდოთ „გურიას“ მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი და პირველ რიგში მადლობა გადავუხადოთ ერთგულებისთვის და დავპირდეთ, რომ ლანჩხუთის „გურია“ არ დაიშლება და იგი კვლავ, არაერთგზის გაახარებს მათ იმ თამაშით, რომელმაც ჩემპიონატის მსვლელობაში ერთი-ორად გაზარდა ქომაგთა ინტერესი და ფეხბურთის სპეციალისტთა მოწონება დაიმსახურა.
აღნიშნულ განცხადებას, ლანჩხუთის “გურია” საკუტარ ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.