საბა კვირკველიამ რუსეთის ჩემპიონატში ანტირეკორდი დაამყარა (ვიდეო)
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ვოლგოგრადის “როტორის” მცველმა საბა კვირკველიამ რუსეთის ჩემპიონატში ანტირეკორდი დაამყარა. გათამაშების 27-ე ტურში მისი გუნდი სანქტ-პეტერბურგის “ზენიტთან” ანგარიშით 0:6 განადგურდა.
პეტერბურგელები პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში სწორედ ქართველი ფეხბურთელის მიერ გატანილი ავტოგოლით დაწინაურდნენ. ეს კვირკველიასთვის რუსეთის ჩემპიონატში გატანილი მეხუთე ავტოგოლია, რითაც მან ანტირეკორდი დაამყარა. მანამდე მან ყაზანის “რუბინსა” და მოსკოვის “ლოკომოტივში” ასპარეზობისას მიითვალა ორ-ორი ავტოგოლი. აღნიშნული სტატისტიკა რუსეტის ჩემპიონატში 2008 წლიდან აღირიცხება.
“ზენიტსა” და “როტორს” შორის გამართული მატჩი საბა კვირკველიამ და ზურიკო დავითაშვილმა სრულად ჩაამთავრეს.
🤗 @SebadriussiOk pic.twitter.com/wABZ1gWjTu
— ФК «Зенит» (@zenit_spb) April 24, 2021