საბა კვირკველიას “ლოკომოტივი” ევროპა ლიგის 1/16 ფინალში იასპარეზებს
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მე-6 ტურის შეხვედრა ჩეხეთში, “ზლინმა” მოსკოვის “ლოკომოტივს” უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.
სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი საბა კვირკველია, რომელმაც სრული მატჩი ჩაატარა და მოსკოველთა შემადგენლობასი ერთ-ერთი საუკეთესო იყო. პირველ ნახევარში გუნდები თანაბარად თამაშობდნენ, მაგრამ მეორე ტაიმში “ლოკომოტივმა” შეხვედრაში აშკარა გარდატეხა შეიტანა და ანგარიში 70-ე წუთზე მირანჩუკმა გახსნა, ხოლო 5 წუთში ფარფანმა სხვაობა ორამდე გაზარდა და თავის გუნდს გამარჯვებასთან ერთად 1/16 ფინალის საგზური მოუპოვა.
საბოლოოდ საბა კვირკველიას “ლოკომოტივმა” 11 ქულით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვის დაუპირისპირდება კვირკველიას გუნდი 1/16 ფინალში.