საბა კვირკველიათი მოსკოვის “სპარტაკი” დაინტერესდა
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” ცენტრალური მცველის, საბა კვირკველიას მიმართ ინტერესს მოსკოვის “სპარტაკი” იჩენს.
მოსკოვურ გუნდს დაცვის ხაზის გაძლიერება განუზრახავს და ერთ-ერთ ვარიანტად სწორედ კვირკველიას კანდიდატურას განიხილავს.
ქართველი ფეხბურთელი “რუბინთან” ერთად ავსტრიაში შეკრებაზე იმყოფება. კვირკველიამ მხოლოდ ერთ საკონტროლო მატჩში ითამაშა.
როგორც საბა კვირკველიას აგენტმა რევაზ ჩელებაძემ განაცხადა, ქართველი მცველი ნავსაყუდელის შეცვლის წინააღმდეგი არ არის და უპირატესობას იტალიურ და გერმანულ კლუბებს მიანიჭებს, რუსეთიდან კი მხოლოდ მოსკოვის “სპარტაკისა” და სანკტ-პეტერბურგის “ზენიტის” წინადადებებს განიხილავს.
შეგახსენებთ, რომ საბა კვირკველია “რუბინში” 2011 წლიდან თამაშობს. 24 წლის ქართველმა მცველმა რუსეთის პრემიერლიგის გასულ გათამაშებაში 29 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.
აქვე გეტყვით, რომ საბა კვირკველიასა და ყაზანის “რუბინს” შორის გაფორმებულ კონტრაქტს ვადა 2019 წლის პირველ ივლისს ეწურება.