საბა თავაძე თბილისის “დინამოში” გადავიდა
“შევარდენი 1906”-ის უკვე ყოფილი ფეხბურთელი, საბა თავაძე კარიერას თბილისის “დინამოში” გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას “შევარდენის” პრეზიდენტი, გეგი კიკაბიძე ავრცელებს.
23 წლის მარჯვენა მცველი უკრაინის მოქალაქეა. მან კარიერა 2013 წელს “ჰირნიკ-სპორტში” დაიწყო. 2014/2015 წლებში ქართული “მეშახტეს” ღირსებას იცავდა, ხოლო 2015/2016 წლებში კი “საპოვნელაში” გამოდიოდა. თავაძემ ახალი სეზონი “შევარდენი 1906”-ში გაატარა და 6 გოლის გატანა მოახერხა. საგულისხმოა, რომ ეს მცველი ჯარიმებს შესანიშნავად ასრულებს. მან სწორედ ასე შეაგდო ორი გოლი.
აქვე გთავაზობთ გეგი კიკაბიძის კომენტარს: “ეს ტრასფერი ნამდვილად განხორციელდა. ორ მხარეს შორის სიტყვიერი შეთანხმებაა და ტრანსფერის გაოფიციალურებას, მხოლოდ და მოხლოდ, კონტრაქტზე ხელის მოწერა აკლია. საბამ დაამტკიცა, რომ ფეხბურთელს ნებისმიერ დონეზე მართებს შრომა, მიზანმიმართულობა და პროფესიონალიზმი! მან სწორედ ამის ხარჯზე მიაღწია ამ წარმატებას!” – განცხადა კიკაბიძემ.