საბალეტა: „ყველაფერი ჩვენს ხელშია“

თარიღი: მარტი 24, 2014

„მანჩესტერ სიტის“ მცველმა პაბლო საბალეტამ ინგლისის პრემიერლიგის მიმდიანრე სეზონის გათამაშებაში თავისი გუნდის შანსები შეაფასა.

„ახლა უბრალოდ ჩვენს თამაშზე უნდა ვიფიქროთ. ყოველ მატჩში უნდა ვცდილობდეთ, მოვიგოთ. ყველაფერი „სიტის“ ხელში რჩება.

წარუმატებლობის შემთხვევაში, თავს ვერაფრით გავიმართლებთ. ასპარეზობას მხოლოდ ინგლისის პრემიერლიგაში ვაგრძელებთ და შეხვედრებისთვის მოსამზადებლად საკმარისი დრო გვექნება. გვჯერა, რომ ტიტულის მოგებას შევძლებთ“, – განაცხადა არგენტინელმა მცველმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

მსგავსი სიახლეები