საბალეტა დასაბრუნებლად ემზადება
„მანჩესტერ სიტისა“ და არგენტინის ნაკრების მცველი პაბლო საბალეტა გამოჯანმრთლეების შემდეგ ოპტიმისტურადაა განწყობილი.
„ახლა რიგზე ვარ. შევეცდები, „ლივერპულთან“ მატჩისთვის, რომელიც სანაკრებო პაუზის შემდეგ ჩატარდება, ოპტიმალური ფორმა აღვიდგინო. ჯერჯერობით აღდგენითი პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. საერთო ჯგუფში დაბრუნებას ორშაბათს ვაპირებ“, – ციტირებს სამხრეთამერიკელს Goal.com-ი.