საბერძნეთი 1/8-ფინალშია
სანტუშის შეგირდებმა 1/8-ფინალის საგზური მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე მოიპოვეს.
C ჯგუფში ბოლო ტურამდე ჯგუფიდან გასვლის შანსი ოთხივე გუნდს ჰქონდა. ბერძნებსაც კი, რომლებსაც პირველ ორ შეხვედრაში გოლი არ ჰქონდათ გატანილი, პლეი-ოფში მოხვედრის საკამოდ რეალური შესაძლებლობა ჰქონდათ. მართალია, ყველაფერი სანტუშის გუნდს არ იყო დამოკიდებული, მაგრამ ელინებისთვის სასიკიეთოდ, ყველაფერი “გაწერილი” სცენარით წარიმართა. კოლუმბია იაპონელებს ადვილად ამარცხებდა და ბერძნებსაც მხოლოდ საკუთარი მატჩის მოგება რჩებოდათ, თუმცა ძლიერი კოტ დივუარის წინააღმდეგ ეს არც თუ ისე იოლი საქმე იყო.
ბერძნებმა საკუთარ დაცვით სტილს უღალატეს და პირველივე წუთებიდან შეტევაში წავიდნენ. აფრიკელებმა კი, მოლოდინი ვერ გაამართეს… კოტ დივუარეთა “ოქროს თაობამ”, სადაც უამრავი მაღალი კლასის მოთამაშეა თავმოყრილი, კვლავ შედეგის გარეშე ტოვებენ დიდ ტურნირს.
საბრი ლამუშის გუნდმა პირველი ტაიმი ჩააგდო და ბერძნებს მეტი ყურადღებით რომ ეთამაშათ, გაცილებით ადღე გაინაღდებდნენ პლეი-ოფის საგზურს. სანტუშის შეგირდებმა ანგარიში ტიოტეს შეცდომის შემდეგ გახსნეს. სამარასმა სამარისს უპასა და ამ უკანაკსნელსაც გატანა არ გასჭირვებია.
მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ იცვლებოდა. აფრიკელთა კიპერი საკუთარი მცველები შეცდომებს ბოლო მომენტამდე ასწორებდა. კარაგუნისის შორიდან გასროლილი კი ხარიხამ მოიგერია. ამ დროს, კოტ დივუარელებმა მოულოდნელად გათანაბრება მოახერხეს. ჟერვინიოს პასის შემდეგ ვილფრედ ბონიმ ცარიელ კარში შეაგორა.
გაშვებული გუნდის შედეგ სანტუშმა შეტევა გეკასით გააძლიერა და ბერძნებიც მთელი გუნდით წინ წავიდნენ. სწორედ აქ იჩინა თავი კოტ დივუარელთა სათამაშო დისციპლინის არქონამ. იმის მაგივრად, რომ მეტოქე კონტრშეტევაზე დაეჭირათ და შექმნილი მომენტები ლოგიკურ დასასრულამდე მიეყვანათ, ლამუშის შეგირდებმა დროის გაყვანა დაიწყეს, რის გამო დაისაჯნენ კიდეც.
მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე საჯარიმოში სამარისის წინააღმდეგ დაირღვა თამაშის წეის. პენალტი თავად “დაზარალებულმა” შეასრულა და საბერძნეთი 1/8-ფინალში გაიყვანა.
გოლები: სამარისი 42′ (1:0); ბონი 74′ (1:1); სამარასი 90+3 (2:1)