საბერძნეთში “ბარნლის” ფანი დაჭრეს, უეფამ გამოძიება უკვე დაიწყო

თარიღი: აგვისტო 25, 2018

უეფას ოფიციალური ვებ-გვერდის მიერ გავრცელებული ცნობების თანახმად, სპეციალურად გამოყოფილია დისციპლინარული კომიტეტი, რომელიც საბერძნეთში მომხდარ ფაქტს შეისწავლის და განაჩენს ამა წლის 27 სექტემბერს გამოიტანს.

შეგახსენებთ, რომ ევროპა ლიგის პლეი-ოფის პირველი მატჩი “ოლიმპიაკოსსა” და “ბარნლის” შორის “კარაისკაკისზე” გაიმართა. სადაც მასპინძლები მოედანზე გაურკვეველ ნივთებს ისროდნენ, ასევე გამოყენებულ იქნა უეფას მიერ აკრძალული პიროტექნიკა.

გარდა ამისა, მატჩის დაწყებამდე ინგლისელ და ბერძენ ფანებს შორის მცირე შეტაკება მოხდა, რის შედეგადაც დაჭრილია “ბარნლის” ერთი ფანი, ხოლო ოთხი დაშავებულია.

საბერძნეთში გავრცელებული ინფორმაციით “ბარნლის” 900 გულშემატკივარი იმყოფებოდა.

მსგავსი სიახლეები